„ზედაზენმა“ ბაზარზე ახალი, ვაშლის და პიტნის არომატის ლიმონათი გამოიტანა

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ზედაზენის ლიმონათის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ, განსაკუთრებული გემოს არჩევანს სთავაზობს. სულ ახლახანს, ქართულ ბაზარზე,ზედაზენის ლიმონათის ახალი არომატი - ვაშლი პიტნით გამოჩნდა.

ვაშლის და პიტნის, ამ ორი გემოს საოცარი ჰარმონია განსაკუთრებული არომატით და გემოს ახალი შეგრძნებით გამოირჩევა. გაზაფხულის სურნელი, სიმშვიდისა და სიმსუბუქის საოცარი შეგრძნება ზედაზენის ახალი გემოს ძირითადი გამოწვევაა.

დღეიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ზედაზენის ლიმონათის შვიდი არსებული არომატის გარდა ახალი, ვაშლი პიტნით დააგემოვნოს. – აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.

ზედაზენის ლიმონათი, ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში კომპანიის მიერ წარმოებული ლიმონათი ყველაზე მაღალი სანდოობით და პოპულარობით სარგებლობს.

სანდოობა - ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი რომლის მოპოვებაც ჩვენმა კომპანიამ ამ წლების განმავლობაში შეძლო – აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.

ახალი არომატი, სხვადასხვა შეფუთვებშია ხელმისაწვდომი –0.5ლ შუშა, 1ლ პეტი და 2ლ. პეტი.

კომენტარი