სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალტ & თაგარტმა მიიღო Global Finance -ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2016 წელს“

თბილისი, 1 მარტი, 2016–გალტ & თაგარტმა დღეს განაცხადაGlobal Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2016 წელს“ მიღების თაობაზე. ჟურნალმა GlobalFinance, მე-17-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. გალტ & თაგარტი უკვე მეორეწელია, რაც Global Finance-ის მიერ საუკეთესო საინვესტივიო ბანკად სახელდება საქართველოში. აღნიშნული ჯილდო გალტ & თაგარტმა შარშანაც მიიღო.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია,რეპუტაცია და სხვა.

Global Finance 1987 წელსდაფუძნდა და50,050 ეგზემპლარსგამოსცემს, რომელსაც 180 ქვეყანაშიყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 28 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

​###


სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100