სს „გალტ& თაგარტმა“ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მედიაკორპორაცია Thomson Reuters-სთან

თბილისი, 19ნოემბერი, 2015 - სს „გალტ& თაგარტმა“ („გალტ& თაგარტი“) და მედიაკორპორაციაThomson Reuters-მა განაცხადეს თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, „გალტ& თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, მედიაკომპანია Thomson Reuters-ი საკუთარ პლატფორმაზე გაავრცელებს.

„საქართველოს ბანკის“ შვილობილი, „გალტ&თაგარტი“,ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციებისმართვისმომსახურების სფეროში. „გალტ& თაგარტს“ აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. „გალტ& თაგარტის“ კვლევების მიმართულება ფარავს საქართველოსა და აზერბაიჯანის მაკროეკონომიკას, ასევე აქვეყნებს საქართველოს ეკონომიკის სექტორებისა და ფიქსირებული შემოსავლის კვლევებს.„გალტ & თაგარტის“ კვლევების მიმართულება აერთიანებსკონკრეტულ სექტორებზე მიმაგრებულქართველ და აზერბაიჯანელ ფინანსისტებსა და ეკონომისტებს.

„გალტ&თაგარტი“ არის უაღრესად ღირებული პარტნიორი, რისი დასტურიცაა კომპანიის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრების ზუსტი და სრულყოფილი კვლევა, ისევე როგორც კლიენტებისთვის დროული ანალიზის მიწოდება. მოხარული ვართ, რომ „გალტ& თაგარტთან“ პარტნიორობის შედეგად მათი მაკროეკონომიკური, სექტორული და ფიქსირებული შემოსავლის შესახებ კვლევები ხელმისაწვდომი იქნება Thomson Reuters-ის საშუალებით. ხსენებული პარტნიორობა დასტურია ჩვენი მოწოდებისა ვითანამშრომლოთ წამყვან კომპანიებთან და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს მასალა, რომელიც მათ დაეხმარებათ კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ განაცხადა Thomson Reuters-ის კონტენტის მართვის დირექტორმა, იან ბროქლერჰურსთმა.

"ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ მსოფლიოს წამყვან მედიაკორპორაცია Thomson Reuters-თან, რომელიც ბიზნესის პროფესიონალებისთვის ინფორმაციის საუკეთესო წყაროა. „გალტ&თაგარტმა“ საქართველოში პირველმა დაიწყო მუშაობა საინვესტიციო საბანკო კვლევების მიმართულებით. ხსენებული შეთანხმება არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი„გალტ&თაგარტისთვის“, რომელიც საქართველოსა და მეზობელი რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ანალიზისა და ინფორმაციისძირითადი წყარო ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის,“ აღნიშნა „გალტ&თაგარტის“ თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.​

​###

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

Thomson Reuters-ის შესახებ:

Thomson Reuters არის მსოფლიოში ლიდერი საინფორმაციო წყარო და რესურსი, ბიზნესისთვის და პროფესიონალებისთვის. ინდუსტრიის გამოცდილების და ინოვაციური ტექნოლოგიების გაერთიანებით, Thomson Reuters-ი მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, გადაწყვეტილების მიმღებ, ფინანსურ და რისკების მართვის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს, კორპორატიული, იურიდიული, ადმინისტრაციული, საგადასახადო, სამეცნიერო და მედია მიმართულებით. Thomson Reuters-ის აქციები ტორონტოში და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით: www.thomsonreuters.com

კომენტარი