სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღმოსავლეთ ევროპაში უცხოური ინვესტიციები ბრუნდება

აღმოსავლეთ ევროპაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბრუნდება, რომელიც კრიზისის დროს შემცირდა. ასე მიაჩნიათ საერთაშორისო შედარებითი ანალიზის ვენის ინსტიტუტის ანალიტიკოსებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ წელს რეგიონში კაპიტალის შედინება გაძლიერდება.

გლობალურმა კრიზისმა ინვესტორებს საკუთარი ფულით გარისკვის სურვილი გაუქრო: მსოფლიო ფინანსური ბაზრის კრახის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში პირდაპირი ინვესტიციები ორჯერ, 55 მილიარდ ევრომდე შემცირდა. გასულ წელს კი სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო: რეგიონში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 9%–ით გაიზარდა. თუმცა, ეს ყველა ქვეყანას არ შეხებია. ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა კი თვლის, რომ წელს რეგიონში ინვესტიციები 30%–ით, 79 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. კერძოდ, ეს პროცესი შეეხება ჩეხეთს, პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს.

ინვესტიციებისთვის ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად რუსეთი სახელდება, რომელიც, სავარაუდოდ, 46 მილიარდ ევროს მიიზიდავს. თუმცა ინვესტორების გეგმები, შესაძლოა, ევროზონაში არსებულმა პრობლემებმა შეცვალოს. პოლიტიკოსებიც და ეკონომისტებიც შიშობენ, რომ ევროზონის ქვეყნების „ავადმყოფობა“, შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც გადაედოს.

აღმოსავლეთ ევროპა უცხოურ კაპიტალზე ისევ დამოკიდებულია. მაგალითად, ჩეხეთსა და უნგრეთში წარმოების 60% და ექსპორტის 80% უცხოურ კომპანიებზე მოდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100