Express კრედიტი 700 ლარამდე გაზრდილი ლიმიტით, კრედიტის გაცემის საკომისიოს გარეშე

თბილისი, 31 ივლისი, 2015 – Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, მომხმარებელს ახლა უკვე სთავაზობს Express კრედიტს გაზრდილი ლიმიტით 700 ლარამდე. Express Bank-ი ასევე განაგრძობს ყოველ თვიურ შეთავაზებებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს აგვისტოს თვეში ისარგებლოს Express კრედიტით, კრედიტის გაცემის საკომისიოს გარეშე.

Express კრედიტის მიღება მარტივია - მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე და უზრუნველყოფის გარეშე. Express კრედიტით სარგებლობა შეუძლია 20-იდან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს. Express კრედიტის ვადაა 12 თვე, წინსწრებით დაფარვის საკომისიო კი 0%-ია.

Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად შესთავაზებს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.ebank.ge

###

Express Bank-ის შესახებ:


Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღებია, ადვილი გამოსაყნებელი და ხელმისაწვდომი. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 100-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.expressbank.ge


###

კომენტარი