„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში საერთაშორისო მასშტაბის Adjara fashion week გაიმართება

”ჰით ბათუმი 2015” პროექტი გრძელდება და ყოველთვის მზადაა დასვენების პარალელურად ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს საუკეთესო, გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები შესთავაზოს. აჭარა ამჯერად პირველი მოდის კვირეულისთვის ემზადება, სადაც 15-მდე დიზაინერი საზაფხულო კოლექციას წარმოადგენს. კვირეულის მოლოდინში ორგანიზატორებსა და მონაწილეებს თითქმის ყველაფერი მზად აქვთ.

”ჰით ბათუმი 2015” ის ფარგლებში 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე, კემპინსკიზე კომპანია Fashion Group-ისა და საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის ორგანიზებით, აჭარაში პირველად საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება Adjara Fashion Week–ი გაიმართება.

Adjara Fashion Week–ი აუდიტორიას გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარუდგენს და სამომავლოდ ყოველწლიურ სახეს მიიღებს. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელოვნებისა და მოდის განვითარებას, ამავდროულად პროექტის ძირითადი ამოცანაა ქართველ დიზაინერებს მიეცეს შესაძლებლობა საერთაშორისიო მასშტაბით წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები და მოწვეულ ბაიერებს ევროპისა და აზიიდან გააცნონ საკუთარი ნაწარმი, რაც თავის მხრივ ქართული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობისა და დაწინაურების წინაპირობაა.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმს სხვადასხვა მაღალის დონის სტუმარი ეწვევა; კრიტიკოსებს, ბაიერებს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, რედაქტორებს პოპულარული მოდის გამომცემლობიდან და დიზაინერებს აჭარის მოდის კვირეული უმასპინძლებს.

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოდის კვირეულის ორგანიზატორი საიად საბაევი უკვე ბათუმშია.

„ქართველებს აქვთ სტილის შეგრძნება. მიადვილდება სხვადასხვა ნაციონალებს შორის მათი გამორჩევა. ძალიან გაბედულად იცმევენ კაბას, ფეხსაცმელს... თამამად ირჩევენ აქსესუარებს. დამსავენებლებს ბათუმში ჩამოსასვლელად დამატებით ერთი საბაბი აქვთ: Adjara Fashion Week..“ - აღნიშნავს საიად საბაევი.

Adjara Fashion Week-ის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევითა და ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმს ე.წ. ბაიერები ესტუმრებიან ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. მეწარმეობის განვითარების სააგენტო თბილისის მოდის კვირეულებზე აქტიურად იყო ჩართული და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული დიზაინერების ნამუშევრებისა თუ კომპანიების ნაწარმის საზღვრებს გარეთ გატანას, რასთან ერთადაც მსოფლიო ბრენდებს შორის კავშირების დამყარებაშიც შეაქვს წვლილი.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი