C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

4 ივლისს, 16 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი( NCDC)

(მის: მ.ასათიანი ქ.#9) უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას- „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები“. კონფერენცია იმართება საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“ (GAHSC) საქართველოს მთავრობასთან ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის მიმართულებით 6 აპრილს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.

2015 წლის 21აპრილს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის პირველი ფაზა მოიცავს იმ 5000 პაციენტის მკურნალობას, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. 5000 პაციენტიდან 1000 უკვე ჩართულია და ეს ის პაციენტებია, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა არის ძალინ მძიმე და სასიცოცხლოდ საშიში. გარდა ამისა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და მუშაობა დაავადების ელიმინაციის გრძელვადიან პროგრამაზე. ამასთან, ელიმინაციის პროგრამის ჩარჩოში დაწყებულიC ჰეპატიტის რეალური მკურალობის პროცესი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ დაავადების პროფილაქტიკის მიმართულებით.

იმუნოდეფიციტის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს პროგრამამ(UNAIDS) 2013 წელს დაუკვეთა კვლევა, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაშიმონაცემთა შეგროვება ნემსებისა და შპრიცების პროგრამებისა და ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის ხარჯთეფექტურობისა და ეკონომიკურიგათვლების კუთხით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის მიგნებები და ელიმინაციის სხვადასხვა სტრატეგია რიგი ევროპული ქვეყნების ,მათ შორის, საქართველოს მაგალითზე.

კონფერენციას გახსნის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ დოქტორი ჟან-ელი მალკინი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“(GAHSC) პრეზიდენტი, NCDC ის დირექტორი,დოქტორი ამირან გამყრელიძე და აშშ–ს დაავედებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი, დოქტორი ჯულიეტ მორგანი.

კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს „ალიანსის“ მოწვეული ექსპერტების,პროფესორებისსტანისლავ პოლისა დაიაზდან იაზდანპანას პრეზენტაციების წარმოდგენას თემებზე: „C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ -სტრატეგიების ოპტიმიზაცია“ და „ აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი“.

კონფერენციაზე მოხსენებების გარშემო დისკუსია გაიმართება სამინისტროს და NCDC-ის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის სამკურნალო ცენტრების, შპრიცებისა და ჩანაცვლების პროგრამების პროვაიდერების, პაციენტთა ჯგუფებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ

პროფესორი იაზდან იაზდანპანა M.D, Ph.D

BichatClaude-Bernard ჰოსპიტალის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, პარიზის სამედიცინო სკოლის ინფექციურ დაავადებათა პროფესორი, ინფექციურ დაავადებებში ხარჯთეფექტურობის გადაწყვეტილებების ანალიზის ATIP-AvenirInserm ჯგუფის უფროსი, პარიზის სამედიცინო სკოლა.

პროფესორი სტანისლას პოლ MD, PhD

პარიზის უნივერსიტეტის (ParisDescartes) ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის პროფესორი, პარიზის კოშენის ჰოსპიტალის ღვიძლის, სამედიცინო და ქირურგიული განყოფილებების გამგე, Cჰეპატიტის ვირუსის ინფექციის იმუნური პათოლოგიის შემსწავლელი Inserm UMS 20-ის თანათავმჯდომარე, ტრანსლაციური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე პასტერის ინსტიტუტში.

კომენტარი