სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მორიგი ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით "მზიურში" მოხალისეთამომსახურების საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრი უზრუნველყოფს მოხალისეებსსამედიცინო, საკვებითა და სამუშაო მოწყობილობებით. მოხალისეთა მომსახურებისსაველე ცენტრი საინფორმაციო მოკავშირის ფუნქციას ატარებს ბიზნეს კომპანიებსა დამოხალისეებს შორის. ცენტრი იყენებს კორპორატიული სოც პასუხისმგებლობის კლუბისსაკომუნიკაციო რესურსს.

გთავაზობთ 16 ივნისის მონაცემებს ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით:

ფინანსური კონტრიბუციის შედეგები:

§ „ჯეოსელი“- 50 000 ლარი

§ „ზოდი პლიუსი“ - 4 000 ლარი

§ „ბარვილ ჯორჯია“ - 10 000 ლარი

§ „ემ ეს სი ჯორჯია“ - 10 000 ლარი

§ შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ და მისი გენერალური კონტრაქტორი, კომპანია„აზერიოლსერვისი“- 30 000 ლარი

§ პროგრეს ბანკი - 50 000 ლარი

§ ავერსი - 100 000 ლარი

§ კომპანია "მინიკრედიტი" - 3000 ლარი

§ კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“ – 5000 ლარი

§ თეგეტა მოტორსმა დამატებით გასცა 5000 ლარი. კომპანიის ფულადი კონტრიბუცია ამჟამად შეადგენს 10 000 ლარს

ინიციატივები და მიმდინარე აქტივობების შედეგები:

§ USAID/REAP-ის გრანტის მიმღებმა ფერმერთა მომსახურების ცენტრებმა: „აგროსერვისმა“, „აგროქართლმა, „აგროვიტამ“ და „ინდ. მეწარმე ზურაბ თეთვაძე“ვაკის რაიოინის გამგეობას უსასყოდლოდ გადასცეს ბარები, სამუშაო ხელთათმანებიდა ურიკები გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად.

§ კომპანია "ბელუქსი" 13 ივნისს დაზარალებულ 15 ოჯახს ახალ ფართშიშესახლებისთანავე გადასცემს 3-3 ათასი ლარის ღირებულების ვაუჩერს

§ კომპანია "დიპლომატ ჯორჯია" 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს ჰიგიენური დაპირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს

§ "ჯიპიაი ჰოლდინგი" უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბავშვებს საზაფხულობანაკებში დასვენების ხარჯებს დაუფინანსებს

§ „ბიბლუსი ქიდს” ბავშვების დატოვებასა და გართობას უზრუნველყოფს;

§ კაფე „სსსრ“ გასცემს ტანსაცმელსა და საკვებს

§ საერთაშორისო სკოლა „ბაქსვუდი“ პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფს დაზარალებულებს

§ „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დაზარალებულისტუდენტების ან აბიტურიენტების უფასო სწავლას;

§ გასართობი ცენტრი clock უზრუნველყოფს დაზარალებული ბავშვების უფასო გართობას1 თვის მანძილზე

§ კომპანია “აქვა გეო” მოხალისეებს სასმელი წყლით უზრუნველყოფას;

§ კაფე „მანდარინი“ გასცემს საკვებს

§ „ლილო მოლი” გამოყოფს საკვებ პროდუქტებს

§ საქართველოს რაგბის კავშირი - 17 ივნისის მატჩიდან შემოსულ თანხას სრულადგადარიცხავს დახმარების ფონდში

§ ილიაუნის კაფეტერია „უნიფუდი“ - უზრუნველყოფს 70 ადამიანის სრულყოფილერთჯერად კვებას. სტიქიით დაზარალებული მოზარდებისთვის გაიმართებაერთკვირიანი საზაფხულო სკოლები. სკოლაში მონაწილე მოზარდებისთვის ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად უზრუნველყოფს სამჯერად კვებას, სასწავლომასალებს, ტრანსპორტირებას და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს

§ „სპარ ჯორჯია“ და „სუპრემო“ უზრუნველყოფს 4500 ლიტრ წყალს და 1 ტონასხვადასხვა კატეგორიის საკვებს

§ ვითიბი ბანკმა გადაწყვიტა მიზანმიმართულად სრულად დააფინანსონ ერთი ანრამოდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც დაზარალებულთა დახმარებისთვისიქნება განკუთვნილი

§ ბაზისბანკი - რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ასევებანკი შეიძენს სპეციალურ აღჭურვილობას და ინვენტარს სარეაბილიტაციოსამუშაოების წარმოებისთვის

§ თოლია გასცემს საკუთარ პროდუქციას დაზარალებულთათვის

§ Tax დავინჩი - დაზარალებულთა ოჯახებს დაეხმარება ტრანსპორტირებაში;

§ ნატახტარი უზრუნველყოფს ლიმონათების გაცემას

§ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გასცემს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს

§ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები დათანამშრომლები პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლით მოამარაგებენდაზარალებულებს

§ „კაპაროლ ჯორჯია“ წყალდიდობის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლებისადა ბინების რეაბილიტაციის ეტაპზე გამოყოფს 20 000 ლარის ღირებულების (6 ტონა)სამშენებლო საღებავებსა და საგრუნტავ მასალებს

§ კომპანია „ავერსში“ დაზარალებულები უფასოდ მიიღებენ ყველა საჭირო მედიკამენტს და ისარგებლებენ "ავერსის კლინიკის" სამედიცინო მომსახურებით. ამასთანავე, კომპანიას განზრახული აქვს, შეისწავლოს სტიქიით დაზარალებულთა დასაქმების საკითხი და შეძლებისდაგვარად გამოძებნოს რესურსი უმუშევართა დასაქმებისთვის

§ კომპანია "აქსისმა" გამოყო სამშენებლო ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რომელიც იმუშავებს ქალაქის რეაბილიტაციაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამდე

§ კომპანია "ელიტ ელექტრონიქსმა" მოხალისეებისთვის გამოყო წყალი და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი, ხოლო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მუდმივ საცხოვრებელში გადაყვანისთანავე გადასცემს პირველადი საჭიროების საყოფაცხოვრებო ტექნიკას, - კერძოდ გაზქურასა და მაცივარს.

§ ალდაგი ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს. ალდაგი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთათვის ნივთების გადაცემა. კომპანია ასევე, ერთჯერად 5000 ლარიან ფულად დახმარებას გაუწევს 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის ოჯახს. აღსანიშნავია, რომ ალდაგი წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი ყველა საიუბილეო ღონისძიება და აღნიშნული თანხა მხოლოდ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.

§ ჰიპერმარკეტის ქსელმა „გუდვილმა“ დახმარება გაუწია სასტუმრო „აისბერგსა“ და„ტეხასში“ განთავსებულ უსახლკაროდ დარჩენილ 55 ადამიანს საჭირო ნივთებით

§ ბრიტანულ–ქართული საბავშვო ბაღი ,,ეი ბი სი'' მზადაა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გაუწიოს დახმარება და მიიღოს მათი პატარები ,,ეი ბი სი''–ს ნებისმიერ ფილიალში უსასყიდლოდ, სასწავლო წლის დასრულებამდე (30 ივლისამდე)

§ „მედი ქლაბმა“ კლინიკაში შეაგროვა თანხა დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეძენის მიზნით. გარდა ამისა, მედი ქლაბი უზრუნველყოფს დაზარალებულთა სამედიცინო მხარდაჭერას.

§ კომპანია “CBD DEVELOPMENT” პროექტ “ისთ ფოინთ”-ის სახელით მოხალისეთა ჯგუფს საჭირო სამუშაო აღჭურვილობით დაეხმარება. ასევე, დაზარალებული ოჯახებისათვის ვაკის გამგეობას ბალიშებს, საბნებსა და პლედებს გადასცემს

§ კომპანია ,,ლილო მოლის“ ორგანიზებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, სადაც შეგროვდებამეწარმეთა მიერ შემოწირული საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები დაზარალებულთადასახმარებლად. უამრავი მეწარმე მზად არის, მხარში ამოუდგეს დაზარალებულთდა მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულთა დახმარების საქველმოქმედო აქციაში.
ამასთანავე კომპანია ”ლილო მოლი” გადარიცხავს თანხას სპეციალურსაქველმოქმედო ფონდში. ასევე "ლილო მოლი" აგროვებს ზოოპარკისთვისდასახმარებლად განკუთვნილ ნივთებს, რომელიც გადაეცემა თბილისის ზოოპარკს.

სულ 15 - 16 ივნისის მონაცემებით

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 40 - ზე მეტი კომპანიის მიერ 2.5 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.

ფინანსური კონტრიბუციისთვის:

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი საბანკო ანგარიშები მოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის facebook გვერზეhttps://www.facebook.com/csrclubgeorgia?fref=ts ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე https://www.indiegogo.com/projects/support-tbilisi-zoo-recovery#/story

CSR კლუბი პასუსხისმგებლობას იღებს, თავი მოუყაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გავრცელდება, მოამზადოს ყოველდღიური ანგარიში და უზრუნველყოს ამ ანგარიშის მედიისთვის მიწოდება. (ან მისი მედიაში გავრცელება) გთხოვთ. მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი კომპანიის მიერ ფულადი ან სხვა რესურსებით გაწეულ დახმარებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100