რამ გამოიწვია გაუგებრობა სახინკლე "ველიამინოვთან" დაკავშირებით

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამა წლის მარტის თვეში ბიზნეს ოპერატორების მონიტორინგი განახორციელა. სააგენტოს თანამშრომლებმა მზა კულინარიული ნაწარმის, კერძოდ ხინკლისა და აფხაზურას ნიმუშები აიღეს. შედეგად დადგინდა, რომ შალვა დადიანის N12-ში მდებარე რესტორან „ძველ უბანში“, ცხენის ხორცი აღმოჩნდა. აღსანისნავია, რომ შ.დადიანის ქუჩაზე მდებარე რესტორანი „ძველი უბანი“ დოკუმენტალურად დარეგისტრირებულია, როგორც შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“. შესაბამისად სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რესტორანი „ძველი უბანი“ მოხსენიებული იყო როგორც შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“. ზემოთ აღნიშნულმა ფაქტმა საკმაოდ დააზარალა სახინკლე “ველიამინოვი”-ს რეპუტია, რადგან, წლების განმავლობაში, მომხმარებელთათვის დადიანის ქუჩაზე ამ სახელწოდებით ცნობილია მხოლოდ ერთი სახინკლე, რომელიც მდებარეობს შალვა დადიანის N8-ში და არა N12-ში. ყოველივე ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ ზოგიერთმა საინფორმაციო საშულებამ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების შედეგების გაშუქებისას ყურადღება არ გაამახვილა დაჯარიმებული ობიექტის სრულ დასახელებაზე. შესაბამისად სახელწოდების მსგავსების გამო დადიანის ქუჩაზე მდებარე რესტორან “ძველი უბანში” - (შპს ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე) ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტის გაიგივება მოხდა სახინკლე “ველიამინოვთან”.
მეტი დამაჯერებლობისთვის გთავაზობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს (15.04.2015) განმარტებას, შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“-დან (შალვა დადიანის ქ.N12) აღებულ ნიმუშებში ცხენის ხორცის აღმოჩენასთან დაკავშირებით: “რესტორნის დასახელებამ გამოიწვია ერთგვარი გაუგებრობა, რადგან დადიანის ქუჩაზე დაწესებულება, სადაც სახელწოდება „ველიამინოვი“ ფიგურირებს ორია. შესაბამისად ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს არაფერი აქვს საერთო სახინკლე შპს „ველიამინოვთან“, რომელიც დადიანის 8 ნომერში მდებარეობს” - ნათქვამია განცხადებაში.შპს “ველიამონოვი”-ს ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სახინკლის მომსახურეობის ხარისხი და მასში არსებული ყველა პროდუქტი სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ნორმებსა და რეგულაციებს.

კომენტარი