IFС-ის 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკს გააფართოვოს ფინანსური მომსახურეობა და წაახალისოს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში

თბილისი, საქართველო, 3 ივნისი —საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFჩ), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს. ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას

IFჩ-ის 10 წლიანი სუბორდინირებული სესხი, 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 20 მილიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის შექმნილი ევროპული ფონდიდან (EFშE) იქნა მოზიდული, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ფინანსური მომსახურების გაფართოებას საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დაფინანსების შედეგად მოსალოდნელია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა.

`მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა წარმატებით დაასრულა მისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაფინანსების გარიგება,” განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა. `ხსენებული სუბორდინირებული სესხი კიდევ უფრო გააუმჯობესებს მთლიანად ბანკის კაპიტალიზაციას და ხელს შეუწყობს ბანკის შემდგომ ზრდას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი დიდი ხნის პარტნიორს, IFჩ-ის, მუდმივი თანამშრომლობისთვის.”

ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს საქართველოს ბანკს, რომელიც რეგიონში IFჩ-ის დიდი ხნის პარტნიორია, და საკმაოდ ბევრ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს უწევს საბანკო მომსახურებას, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი კლიენტი ამ სფეროდან. პროექტი ასევე დაეხმარება ბანკს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობასა და საცალო საბანკო მომსახურების ზრდას

`ეს სესხი ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკს დააფინანსოს კიდევ უფრო მეტი მცირე საწარმო საქართველოში. სწორედ კერძო სექტორი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალას, მაგრამ ხშირად მას ნაკლებად მიუწვდება ხელი კაპიტალზე, რომელიც მას გაფართოების საშუალებას მისცემს,” განაცხადა IFჩ-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა. `ეს პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ჩვენი სტრატეგიის განხორციელების გზაზე. ამ სტრატეგიის ერთი ნაწილი საფინანსო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პარტნიორების რესურსების მობილიზებას ითვალისწინებს, რაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას და სიღარიბის დონის შემცირებას შეუწყობს ხელს.

საქართველო IFჩ-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFჩ-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 665 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 51 პროექტში. ამ თანხიდან 272 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFჩ-მ 292 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. IFჩ საქართველოში ასევე ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.

IFჩ-ის შესახებ

IFჩ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, ცოდნასა და გავლენას, რათა წვლილი შევიტანოთ უკიდურესი სიღარიბის დაძლევაში და კეთილდღეობის ამაღლებაში. 2014 ფინანსურ წელს, ჩვენმა ინვესტიციებმა 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ჩვენს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და მსოფლიოში განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: წწწ.იფც.ორგ.

შემოგვიერთდით:

www.facebook.com/IFCwbg

www.twitter.com/IFC_org

www.youtube.com/IFCvideocasts

www.ifc.org/SocialMediaIndex

„საქართველოს ბანკის“ შესახებ

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 36.9%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 34.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 32.5%) მიხედვით (2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე; მოიცავს „პრივატბანკის“ საბაზრო წილსაც). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.5 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 219 სერვისცენტრის, 554 ბანკომატისა და 2,245 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის შექმნილი ევროპული ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.bog.ge

კომენტარი