TEDxTbilisi ბრუნდება

დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2015-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მესამე წელია ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. ერთწლიანი პაუზის შემდეგ TEDxTbilisi კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიებით ბრუნდება. მესამე ყოველწლიური ღონისძიება 2015 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე, თავისუფალ უნივერსიტეტში (კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240)გაიმართება.

TEDxTbilisiარის TED-ის მიერ ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება.TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა. ჩვენ ყოველწლიურად ვაერთიანებთ ნიჭიერ ადამიანებს, ექსპერტებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს აქტუალურ, უჩვეულო და ახალ თემებზე სასაუბროდ.

წლევანდელი ღონისძიების სპიკერებს შორის არისმრავალი პროფესიული ჯილდოს მფლობელი ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა, რომელიც BBC-სთვის მუშაობს. ის იყო BBC -ის ადგილობრივი კორესპონდენტი კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში. ნატალია Coda Story - ის თანადამფუძნებელია. ეს პროექტი მიზნად ისახავს კრიზისების გაშუქების მიდგომების ცვლილებას. სპიკერებს შორის ასევე იქნებიან ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი ნათია გვიანიშვილი და ბევრი სხვა საინტერესო ადამიანი.

TEDxTbilisi-სთვის სპიკერები სხვადასხვა მიზეზით არიან შერჩეული - ნაწილი მათთვის განკუთვნილი თემისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ერთგულების გამო, ზოგი ინსპირაციული მოსაზრებების, ხოლო სხვები ფართოდ აღიარებული მიღწევებისა და ცოდნის გამო.

გასულ წლებში TEDx- მა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ კვლავ გვეძლევა შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ მესამე ღონისძიებას. ჩვენთვის საამაყოა ღონისძიებაში წარმატებული და გამოცდილი სპიკერების მონაწილეობა, ისევე, როგორც წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება.

საქართველო განაგრძობს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. TEDx-ი საუკეთესო გზაა საქართველოს უნიკალურობის ხაზგასასმელად, შთაგონებისთვის და იმის შესახსენებლად, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელი და განსხვავებული გამოცდილებების მქონე ადამიანები შეიძლება, გვიზიარებდნენ იდეებს, რომლებზეც შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ.

TEDxTbilisi არის ინგლისურენოვანი ღონისძიება, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეუძლია. ბილეთების ონლაინ გაყიდვა 2015 წლის 30 მაისს, დილის 8 საათიდან დაიწყება. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ www.tedxtbilisi.com - ზე. TEDxTbilisi არის დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება, რომლის გამართვა შესაძლებელი გახდა წამყვანი ქართული კომპანიების - საქართველოს ბანკის, თავისუფალი უნივერსიტეტის, Room Hotel Tbilisi -ის, კრისტალის, ბორჯომის, გურიელის, ნატახტარის, Betterfly-ს, Re Botto-სდა Professional Light and Sound Georgia-სმხარდაჭერით.

TEDx-ის შესახებ, x=დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება

„იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ამ პრინციპის საფუძველზე TEDx-ი, ადგილობრივი, დამოუკიდებლად ორგანიზებული პროგრამა, აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში სპიკერები მათთვის განკუთვნილ თემაზე ღრმა ანალიზს და მსჯელობას გვთავაზობენ. სახელწოდებაში TEDx, x ნიშნავს დამოუკიდებლად ორგანიზებულTEDღონისძიებას. TED კონფერენცია უზრუნველყოფს TEDx პროგრამის ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, ხოლო ინდივიდუალური ღონისძიებები დამოუკიდებლად იგეგმება შესაბამისი წესებისა და რეგულაციების საფუძველზე.

TED-ის შესახებ

TED-ი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისია მნიშვნელოვანი და საინტერესო იდეების გაზიარებაა. „იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ასე ჟღერს მისი სლოგანი. 18 წუთიან ან უფრო მოკლე გამოსვლებში თანამედროვეობის წამყვანი მოაზროვნეები და მოღვაწეები შთამბეჭდავი სიტყვით წარსდგებიან მსმენელების წინაშე. ამ გამოსვლების დიდი ნაწილი წარმოდგენილია TED-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე, ვანკუვერში, ასევე ხელმისაწვდომია TED.com -ზე.

TED სპიკერებს შორის არიან ბილ გეითსი, ჯეინ გუდოლი, ელიზაბეტ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ნანდან ნილეკანი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონჯო-ივეილა, სალ ხანი და დენიელ კეინმენი. TED-ის ინიციატივები იდეების გავრცელებისთვის მოიცავს TED.com-ს, სადაც ყოველდღიურად ხდება ახალი გამოსვლების ამსახველი ვიდეოების განთავსება; თარგმნით პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სუბტიტრების განთავსებას და გამოსვლის ბეჭდური ვერსიების შექმნას, ასევე მსოფლიოს მასშტაბით მოხალისეებისგან თარგმანების მიღებას; საგანმანათლებლო პროექტ TED-Ed-ს; ყოველწლიურ მილიონ დოლარიან პრიზს TED Prize, რომელიც მხარს უჭერს განსაკუთრებული ხედვისა და იდეის მქონე ადამიანებს, შეცვალონ სამყარო; TEDx-ს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფლებას აძლევს ათასობით ინდივიდს თუ ჯგუფს, რომ დამოუკიდებლად დაგეგმონ ადგილობრივი TED-ის სტილის ღონისძიებები და TED Fellows, პროგრამას, რომელიც მთელი მსოფლიოდან არჩევს ახალი იდეების მქონე ადამიანებს იმისთვის, რომ მათი პროექტებისა და აქტივობების ეფექტი უფრო ძლიერი და შთამბეჭდავი გახდეს.

TED-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ წყაროებზე:

http://twitter.com/TEDTalks, http://www.facebook.com/TED, https://instagram.com/ted.

კომენტარი