სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა ფოტოკონკურსის „დაუვიწყარი წამი“ გამარჯვებულები დაასაჩუქრა

04.05.2015თიბისი ბანკისა და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივი ფოტოკონკურსის „დაუვიწყარი წამი“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

ნომინაციის საუკეთესო ფოტოებისათვის, თეონა ჟორჟოლიანი ( ნამუშევრით „მატარებელი“ ) და მარიამ ხიდეშელი (ნამუშევრით „ბავშვი ეტლში“) „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულებს, თიბისი ბანკის სახელით, ფოტოაპარატი CANON 650D გადაეცათ.

ფოტოკონკურსი „დაუვიწყარი წამი“ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში უკვე ორი წელია ტარდება და მისი მიზანია, მოყვარული ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა და მათი სტიმულირება.

„დაუვიწყარი წამი“ არის ერთადერთი ნომინაცია „ქოლგას თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა უფასოა და ფოტოს ავტორისგან პროფესიონალიზმს არ მოითხოვს.

წლევანდელ კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, 900-მდე ფოტო მონაწილეობდა. გასულ წელთან შედარებით 2015 წელს ნომინაციაში მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა. კონკურსში მონაწილეობის საშუალება თიბისი ბანკის თანამშრომლებსაც მიეცათ. გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი მარიამ ხიდეშელი, სწორედ თიბისი ბანკის თანამშრომელია.

კონკურსში წარდგენილი ყველა ფოტო თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7) გამოიფინა. ექსპოზიცია ბანკში ერთი თვის განმავლობაში დარჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100