ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ”ლუკოილ ჯორჯია” რამდენიმე მილიონით დაზარალდა

ამ ეტაპზე ეს ზარალი არ იქნება არც ერთ, არც ორი და არც სამი მილიონი. სამწუხაროდ, ეს იქნება გაცილებით უფრო სოლიდური თანხა” - ამის შესახებ კომპანია ”ლუკოილ ჯორჯიას” დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ ამის შესახებ პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში” განაცხადა.

შავლეგ მიშველაძის თქმით, მათი კომპანია ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ყველა რესურსი, საწვავის გასაიაფებლად: როდესაც ლარმა დაიწყო ნაბიჯ-ნაბიჯ გაუფასურება, იმ პერიოდშიც კი, თებერვლის პირველ რიცხვებში, ჩვენ მოვახდინეთ არა თუ ფასის ზრდა, არამედ შემცირება 5 თეთრიანი ბიჯით და ეს გახლდათ სწორედ იმ ლოგიკის თანამდევი, რომ როდესაც არსებობს გაიაფების რაიმე რესურსი, ჩვენ ამას ხელიდან არ ვუშვებთ. იმ კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით, რაც სუფევს სანავთობო ბაზარზე, და ვიყენებთ ბოლო წუთამდე და ბოლო წვეთამდე. როდესაც საუბარი გახლავთ დოლარის ბიზნესზე და ნავთობის ბიზნესი გახლავთ დოლარზე მიბმული, როდესაც არის გარკვეულ მარაგებზე საუბარი და ეროვნული ვალუტა უფასურდება, ზარალის ცნება გარდაუვალი ხდება. საუბარია მხოლოდ იმაზე, რამდენი შეიძლება იყოს ეს ზარალი. ჩვენ ამის გაანგარიშებას ვახდენთ. ამ ეტაპზე ეს ზარალი არ იქნება არც ერთ, არც ორი და არც სამი მილიონი. სამწუხაროდ, ეს იქნება გაცილებით უფრო სოლიდური თანხა. ბიზნესლოგიკა და სხვა არითმეტიკა აქ არ არსებობს”,-განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

კომენტარი