ლუდის სმასთან დაკავშირებული 6 სარგებელი

თუ თქვენ ახალ წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ისევ ჯანსაღად იკვებებით, შესაძლოა გაგიხარდეთ, რომ ლუდი ბევრ გასაოცარ დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ისიამოვნეთ მწვანე ლუდით, რადგან ის შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის! თუმცა ყოველთვის გახსოვდეთ ზომიერად მიირთვათ სასმელი და უზრუნველყოთ, რომ საღამოს შინ უსაფრთხოდ მისაყვანად გამცილებელიც გყავდეთ.

ლუდი ამცირებს გულის დაავადებათა რისკს

ცნობილია, რომ ალკოჰოლის ყველა სახეობა, მათ შორის ლუდი, ღვინო თუ ლიქიორი ამცირებს გულის დაავადებებს. 2008 წელს ამერიკის დიაბეტის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება სისხლს ათხელებს და ამდენად მისი შედედების უნარი მცირდება. ალკოჰოლს ასევე შეუძლია კარგი ქოლესტერინის ზრდა და ცუდი ქოლესტერინის შემცველობის შემცირება სისხლში, ისევე როგორც სისხლის წნევის შემცირება. 7,000 ქალზე ჩატარებულმა ჰარვარდის კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, რომლებიც სვამდნენ ლუდს ჰქონდათ შედარებით უფრო დაბალი წნევა, ვიდრე ღვინის მომხმარებლებს.

ლუდი დადებით გავლენას ახდენს თირკმელებზე

მიიჩნევა, რომ ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს თირკმელებზე, მაგრამ ლუდს რეალურად ამ მიმართულებით დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ADA Times –ის 2011 წლის გამოცემის თანახმად, ლუდს ფაქტობრივად შეუძლია თირკმელში კენჭების რისკის ფორმირების შემცირება. სვია არა მარტო ამცირებს ძვლებიდან კალციუმის გამოდევნას (კალციუმის ზედმეტ ოდენობას შეუძლია თირკმელში კენჭების ფორმირების გამოწვევა), არამედ წყლის დიდი შემცველობის გამო თირკმლების გამორეცხვას უზრუნველყოფს. .

ლუდი სავსეა საკვები ნივთიერებებით

ლუდი ბევრი საკვები ნივთიერების გასაოცარი წყაროა. ლუდის ერთი 12–უნციიანი კათხა 1 გრამ ბოჭკოს შეიცავს. ის ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მაგალითად, ნიაცინს, პანტოთენის მჟავას, ფოლიუმის მჟავას, რიბოფლავინს და B6 და B12 ვიტამინებს.

ლუდი ამცირებს დიაბეტის რისკს

2011 წელს ჰარვარდში ჩატარდა 38,000 შუახნის ასაკის მამაკაცის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ როდესაც ისინი ლუდის მოხმარებას დღეში ორ კათხამდე ზრდიდნენ, მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 25 პროცენტით მცირდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ორ კათხაზე მეტის მიღების შემთხვევაში სასარგებლო გავლენა არ ყოფილა დაფიქსირებული.

ლუდი ამცირებს სიმსივნის რისკს

პორტუგალიური კვლევის თანახმად, ხორცის მოთავსებით ლუდის მარინადში შესაძლებელია ხორციდან კანცეროგენების 70 პროცენტის გამოდევნა. ეს შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ლუდის სმაზე, მაგრამ ვის არ უყვარს კარგი ლუდის მარინადი? თუ თქვენ მას უბრალოდ მიირთმევთ, ის შეიცავს სასარგებლო ანტიოქსიდანტების საკმაო რაოდენობას, რასაც შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.

ლუდი აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ლუდის მცირე მოხმარებას დღეში ასევე შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების შეჩერება და ინსულტის რისკის შემცირება. 2005 წელს კვლევა ჩატარდა 11,000 მოხუც ქალზე და აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც ერთ კათხა ლუდს სვამდნენ უკეთესი გონებრივი ფუნქციით გამოირჩეოდნენ ვიდრე ისინი, ვინც არ სვამდნენ.. ფაქტიურად ხდებოდა გონებრივი ფუნქციის დაქვეითების რისკის 20 პროცენტით შემცირება. ჰარვარდის სკოლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ასევე ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ დღეში ლუდის მცირე მოხმარებას შეუძლია ინსულტის რისკის შემცირება სისხლის გათხელებით და შედედებული სისხლის ტვინისკენ გადაადგილების პრევენციით.

კომენტარი