ახალ წელს დიასახლისების ძირითადი საქმე ფუდპანდამ ითავა - სწრაფი, დროული და მიმზიდველი გამოსავალი

ახალი წელი - ეს ერთადერთი 24 საათია წელიწადში, როცა მთელი ოჯახი, მეგობრენი თუ საყვარელი ადამიანები ერთად ვიკრიბებით, ვხალისობთ და ველით სანტას. ერთი სიტყვით, ყველა ზეიმობს და ელის სასწაულს! თუმცა ამ ხიბლს სრულად ვერ იზიარებენ დიასახლისები. ისინი ძირითადად ახალ წელს სამზარეულოში ხვდებიან.

წელს ეს ტრადიცია დაირღვა. დიასახლისების ძირითადი საქმე ფუდპანდამ ითავა. გამოსავალი დროული და სწრაფი აღმოჩნდა. ფუდპნადას მზადყოფნა ახალი წელი თქვენთან ერთად გაეტარებინა მიმზიდველი აღმოჩნდა.

წინ შობა და ქართველებისთვის კიდევ უფრო საყვარელი დღესასწაული - ძველით ახალი წელი გველის. ასე რომ, ისარგებლეთ საკვების ონლაინ შეკვეთით ვებ გვერდზე www.foodpanda.ge და გამორჩეული რესტორნები დღესასწაულების საღამოს თქვენთან გაატარებენ.

პირველ რიგში თქვენი საახალწლო სუფრის მომარაგებას ტრადიციული ქართული კერძებით როგორიცაა ხაჭაპური, საცივი, გოზინაყი და ა.შ უზრუნველყოფს ფუდპანდა და არა თქვენი დიასახლისი.

„ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად „ფუდპანდა“ მომხარებელს კიდევ უფრო მარტივ და სასარგებლო არჩევნას სთავაზობს დიასახლისებს სახლიდან გაუსვლელად. თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.

„დღესასწაულებზე ფუდპანდაზე თქვენ გელით ჩვენი პარტნიორი რესტორნების საუკეთესო საახალწლო შეთავაზებები. ახალ წელს შეკვეთების რაოდენობა იმდენადბევრი იყო, სანტა პანდასაც კი შეკვეთების წაღება მოუწია. აგრეთვე საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა ჩვენს ფეისბუქ გვერდზე საინტერესო თამაში/კონკურსი „სანტა პანდა“, რომელიც 29,30,31 დეკემბერსა და 1 იანვარს ჩატარდა. გამარჯვებულები ფუდპანდას 100 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდნენ. მთელი ფუდპანდას გუნდი გილოცავთ შობა-ახალ წელს და კომპანია საინტერესო და სურპრიზებით სავსე წელს გპირდებათ, „ განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარი