დიმიტრი ტოიცკი: „ჩვენ მხოლოდ იმ სახის საქმიანობას განვახორციელებთ, რისი ოფიციალური ნებართვაც გვექნება“

კომპანია „არემჯის“ დამფუძნებელი დიმიტრი ტროიცკი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. მისი განცხადებით, „არემჯის“ საქმიანობა გამჭვირვალეა და კომპანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა პუნტქს დაიცავს.

დიმიტრი ტროიცკი კომენტარს აკეთებს საყდრის-ყაჩაღიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

„კომპანიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით რამდენიმე პრინციპს ეფუძნება. პირველ რიგში, ჩვენ განუხრელად ვიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და განვახორციელებთ მხოლოდ იმ სახის საქმიანობას, რისი ოფიციალური ნებართვაც გვექნება. მეორე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ჩვენთვის პრიორიტეტული ღირებულებაა. მას აუცილებლად ვითვალისწინებთ როგორც ჩვენს საქმიანობაში, ასევე კომპანიის სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისას. ამასთან, კომპანია ვერ იქნება მხარე მეცნიერულ დისკუსიაში. როგორც ცნობილია, არსებობს განსხვავებული შეხედულება საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის მნიშვნელობის შესახებ. დასკვნა შესაბამისი კომპეტენციის მქონე მეცნიერებმა უნდა გამოიტანონ, ჩვენ მხოლოდ დალოდება შეგვიძლია.

_ და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საყრდის-ყაჩაღიანზე საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებთ?

_ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით გადაწყვეტილებას, მაგრამ კომპანიის მდგომარეობა გართულდება. რამდენიმე წლიანი ურთულესი პერიოდი გველის. მოგვიწევს საწარმოო სიმძლავრეების შემცირება და ალბათ, თანამშრომლებისაც. შემცირდება ჩვენი სოციალური ხარჯებიც და გადასახადების ოდენობაც.“

კომენტარი