სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია ნატახტარი ბარმენების პროფესიულ განათლებაზე ზრუნავს

კომპანია „ნატახტარი“ საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული სასწავლებლებისა და კოლეჯების ბარმენების სკოლებს ლუდის ჩამომსმხმელი დანადგარებით, სპეციალური ჭურჭლითა და სხვა საჭირო მასალით აღჭურვავს, რათა მომავალმა ბარმენებმა უკეთესად აითვისონ ლუდის ჩამოსხმის ტექნიკა და აპარატურის მოვლის უნარები, რაც მომავალში საქართველოს ყველა ქალაქის და კუთხის ბარებში, პაბებსა თუ რესტორნებში უზრუნველყოფს მომხმარებელთა უკეთეს მომსახურებას და ლუდის მოხმარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.

ერთ–ერთი ასეთი ღონისძიება პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ ბარმენების მოსამზადებელ კლასში გაიმართა.

ღონისძიებაზე ბარმენების ასოციაციის პრეზიდენტმა ჟაკო ჯორჯაძე გააცნო პროექტის დეტალები, მომავალ ბარმენებს ასწავლიან ლუდისგან კოქტეილების დამზადება.

ნინო სურმავა, კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

„კომპანია ნატახტარი ზრუნავს ხარისხზე ლუდის წარმოების ყველა ეტაპზე, ამის დასტურია ევროპაში მიღებული მონდ სელექშენის ოქროს მედალიც. პროფესიულ სასწავლებლებთან ჩვენი კავშირც არის ნიშნანი იმისა, რომ გვინდა ბარებსა და რესტორნებში ლუდის შეთავაზება და ჩამოსხმა უფრო პროფესიულ დონეზე ხდებოდეს. სწორედ ამიტომ გვინდა მომავალ ბარმენებს, მიეცეთ იმის საშუალება, რომ პროფესიონალურ დონეზე ისწავლონ ლუდის ჩამოსხმა.

ჟაკო ჯორჯაძე, პროფესიული კოლეჯი „იკაროსის“ ბარმენების პედაგოგი:

„პროექტი ძალიან მოგვწონს. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „ნატახტარს“. კოლეჯში დაგვიდგეს დანადგარი. ყოველთვიურად გვექნება ლუდი და ბავშებს ვასწავლით ჩამოსხმას, კოქტეილების დამზადებას ლუდის ბაზაზე, რაც აქამდე არ გვქონია“.

ღონისძიებაზე დამსწრე ჟურნალისტებს „იკაროსის“ ბარმენების სკოლის წარმომადგენლებმა ლუდისგან კოქტეილის დამზადება ასწავლეს. მედიის წარმომადგენლებს მისი დაგემოვნების საშუალებაც მიეცათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100