სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა უშლის ხელს და რა სჭირდება საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესს?

ქართველი ბიზნესმენი, ცეზარ ჩოჩელი, რომელიც უკვე 23 წელია რაც ამ სფეროში წარმატებით მოღვაწეობს, საკუთარ ფეისბუქ ქვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ

„თუ სწრაფი ტემპებით არ დავიწყეთ ეკონომიკის სექტორის განვითარება, რათა მომხარებელ ქვეყნიდან ვიქცეთ მწარმოებელ ქვეყნად, რის შედეგადაც მივაღწევთ გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას, ჩვენ მუდმივად ვიქნებით წარსულზე ორიენტირებული ქვეყანა. ქვეყანა სადაც ორ ათეულ წელზე მეტია ხელისუფლება, არა მომავალზე ფიქრით, არამედ ძველი ხელისუფლების წარსულის ქექვით არის დაკავებული (ასეთ საქმეებს შესაბამისი უწყებები უნდა იძიებდნენ და არა მთელი ხელისუფლება).

წარსულის ძიების პარალელურად, გაცილებით მეტი დრო უნდა დაეთმოს მომავლის ძიებასაც. ხალხს სჭირდება მომავალზე ორინტირებული პროექტები, რომელთა მეშვეობით გადაიჭრება სიღარიბის, უმუშევრობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავა წლები და საზოგადოება დასვამს იგივე კითხვებს, რასაც ორი ათეული წლის წინ - ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? რაშია გამოსავალი?“ - წერს ჩოჩელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100