სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

`წყალი მარგებელი~ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი `თბილისის 2015~-ის და `ევროპის მძლეოსნობის 2014წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის~ პლატინის სპონსორი ხდება

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაში სს `წყალი მარგებელსა~და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას შორის ხელი მოეწერაევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი `თბილისი 2015~-ისდა `ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3ლიგის~ პლატინის სპონსორობის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებას,რომელსაც ხელი მოაწერეს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიაალექსი ახვლედიანმა და სს `წყალი მარგებელის~ დირექტორმა ავთანდილ სვიმონიშვილმა.

კომპანიისა და ფედერაციის წარმომადგენლებმა მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს და მედიის კითხვებს გასცესპასუხები.

ავთანდილ სვიმონიშვილი: `ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია ასეთიმასშტაბური ღონისძიების მხარდაჭერა და ასეთი ტიპი საერთაშორისოფორუმში მონაწილეობა. ჩვენი აზრით, ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისსპორტის განვითარებას, არამედ ზოგადად ქვეყნის წინსვლასა დამსოფლიო თანამეგობრობაში საქართველოს დამკვიდრებას შეუწყობსხელს, რასაც `წყალი მარგებელი~, როგორც ქართული კომპანია,აუცილებლად გვერდში დაუდგება.

დაარსების დღიდან (და ეს იყო 1997 წელს), ჩვენი კომპანია და მისი ბრენდები `ნაბეღლავი~ და `ბახმარო~ ჯანსაღ ცხოვრებას უწევს მაქსიმალურად პოპულარიზაციას და ეს მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია ჩვენი გადაწყვეტილების.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში. ამიტომაც, მადლობას ვუხდით მონაწილეებს, რომ მოგვცეს ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ კარგ საქმეს.

მატერიალურ დახმარებასთან ერთად, ჩვენი კომპანია, მთელი ეს პერიოდი, დღეიდან დაწყებული 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებით დამთავრებული, ჩვენი მხრიდან გავუწევთ პრომოუშენს, როგორც 2014 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატს, ასევე მომავალი წლის ოლიმპიურ თამაშებს და მუდმივად ვაგრძნობინებთ ორგანიზატორებს, რომ ჩვენი სახით საიმედო პარტნიორი აირჩიეს.~

ალექსი ახვლედიანი: `მეტად მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა ქართული სპორტის განვითარებისათვის. წესაბამისად ყველანაირად უნდა შევეცადოთ ბიზნესს ისეთი სპორტული პროექტები წარვუდგინოთ, რომლის განცხორციელებაც წარმატებას მოუტანს, როგორც სპორტს, ასევე ბიზნესს.

მინდა მადლობა გადავუხადო `ნაბეღლავს~, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი `თბილისი 2015~-ის და `ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის~ პლატინის სპონსორი შახდა.~

2014 წლის ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდურიჩემპიონატის მე-3 ლიგის ჩატარების უფლება საქართველომ 2013 წლისოქტომბერში, ქ.ტალინში გამართულ ევროპის ასოციაციის კონგრესსზე მოიპოვა.

ჩემპიონატში საქართველოსთან ერთად 15 ქვეყანა მონაწილეობს.თითოეულ გუნდს 50 სპორტსმენი და 13 მწვრთნელი წარმოადგენს.შეჯიბრი ყოველწლიურად, ივნისში იწყება და 2 დღის განმავლობაშიგრძელდება.

2014 წელს, ჩემპიონატი 21-22 ივნისს თბილისში ჩატარდება.აღნიშნული ტურნირი მძლეოსნობის პოპულარიზაციასთან ერთად,ამავდროულად საქართველოს ეკონომიური მდგომარეობასა და ტურიზმისგანვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან დედაქალაქში ჩამოსულგუნდებს უამრავი გულშემატკივარი ახლავს.

საქართველოში ჩემპიონატის მსვლელობისას ათასზე მეტ უცხოელსტუმარს ელიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100