სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფბა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს

უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინვესტორებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება.

2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 7%–ზე ნაკლებია. ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის კი ყოველწლიურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა აუცილებელი. დაბალი ეკონომიკური ზრდის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ბოლო წლებში საქართველოში შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, მთავრობამ და საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იმუშაონ ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ეს მუშაობა, ხელისუფლების მხრიდან საკანონმდებლო ბაზაში უნდა აისახოს, ხოლო მოსახლეობის მხრიდან ინვესტიციებისა და ინვესტორებისადმი ჯანსაღ მიდგომაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში ქეყანაში მომხდარი მოვლენების გამო, როგორც მთავრობის ისე საზოგადოების მხრიდან. მათ შორის ხელისუფლების მიერ მიწებთან დაკავშირებით მიღებულ მორატორიუმზე და ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომ მიწის მფლობელები მომავალში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. ხოლო რაც შეეხება საზოგადოებას, მათ შორის არასამთავრობო სექტორის მხრიდან სულ უფრო გახშირდა მწვავე გამოთქმები და მოწოდებები უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ. ფრაზები, რომ ინვესტორი აქ ყველაფერს დაანგრევს, ააფეთქებს და ქვეყანა ამისგან არაფერს მიიღებს, გაუმართლებელია. საქართველოს სასიკეთოს არაფერს მოუტანს ინვესტორების დემონიზაცია. ყოველი საინვესტიციო პროექტი, რომელზეც ჩვენ უარს ვიტყვით, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობისთვის პოტენციური ფინანსური რესურსების დაკარგვას ნიშნავს.

აფბა მიიჩნევს, რომ ყველა კონკრეტულ საინვესტიციო პროექტზე უნდა მოხდეს მიზნობრივი აუდიტორიის კარგად ინფორმირება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინვესტორებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ აზარალებს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100