სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკის სერვისი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს!

5 ნოემბერს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ, ჟურნალ Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი დასახელდა, როგორცმსოფლიოში საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემის მქონე ინტერნეტ ბანკი“. ამავე დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკმა მეორე ნომინაციაშიც გაიმარჯვა - იგიდასახელდამსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებ-გვერდად“.

ამ მასშტაბის საერთაშორისო აღიარება დღემდე არც ერთ ქართულ ბანკს არ ჰქონია. Global Finance-ის კონკურსის გამარჯვებულთა სიაში თიბისი ბანკი მოხვდა ისეთი ცნობილიდა ავტორიტეტული ბანკების გვერდით, როგორებიცაა Citi, HSBC, Standard Chartered, Garanti Bank, Scotiabank და სხვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100