სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯი“ განცხადებას ავრცელებს

მიმდინარე წლის 17 ოქტომბრის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით ავიაკოპამანია „ფლაი ჯორჯია“ ფრენებს დროებით წყვეტს. მიზეზად, კომპანიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები და საორგანიზაციო სამუშაოები სახელდება.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯია“ ქართულ ბაზარზე 2011 წლის მაისიდან დარეგისტრირდა. 2012 წლიდან ფრენებს ახორციელებდა ათი მიმართულებით. არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ეს არის კომპანია, რომელიც ძალიან მცირე დროში გახდა საავიაციო ბაზრის სერიოზული მოთამაშე და ანგარიშგასაწევი კონკურენტი. კომპანიაში დღემდე დასაქმებულია 200 მეტი ადამიანი.

„მიმდინარე წლის 17 ოქტომბრის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით სტრუქტურულ და საორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯია“ ფრენებს დროებით წყვეტს“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100