ლუდსახარში „ზედაზენი“ მიმდინარე წლის 17 მაისს, „ISO 22 000“ მფლობელი გახდა.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ განაგრძობს საერთაშორისო სერტიფიკატების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში მოპოვებას. ამჯერად, ლუდსახარში „ზედაზენი“ მიმდინარე წლის 17 მაისს, „ISO 22 000“ მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ ქვეყნებში მწარმოებელი კომპანიისთვის სურსათის უვნებლობის შესატყვისი სტანდარტის – „ISO 22 000“ მინიჭება მოიცავს HACCP-ის სისტემას. ეს არის სისტემა, რომელიც საფრთხეების ანალიზსა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას უკავშირდება. მისი დანერგვა მწარმოებელი კომპანიისთვის „ISO 22 000“- ის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მწარმოებელი კომპანია ვალდებულია, წარმოების ყველა ეტაპზე გააკონტროლოს თავისი პროდუქცია და პასუხისმგებელი იყოს ხარისხიანი პროდუქციის არა მხოლოდ გამოშვებაზე, არამედ მის დისტრიბუციასა და შემდგომ რეალიზაციაზეც.

„ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით დადგენილ მართვის თანამედროვე სისტემებს, რომლებიც გარანტიაა იმის, რომ არ გადავუხვიოთ ხარისხის მართვის ევროპულ გზას. ჩვენი მთავარი საზრუნავი, პროდუქციის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკის გატარებაა“ - აცხადებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი ვასილ სულხანიშვილი.

კომენტარი

×