სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეგენდარულ „Chrysler Plymouth“-ს 83 წელი შეუსრულდა

83 წელი არ არის მრგვალი თარიღი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებლები ყოველთვის აღნიშნავენ. 1928 წელს, 80 წელზე დიდი ხნის წინ, კომპანია „Chrysler Corporation“-მა ფართო საზოგადოებას „Plymouth“-ის წარმოების შესახებ ამცნო. ახალი მოდელის პრეზენტაცია ჩიკაგოში შედგა. ახალი მოდელის სანახავად 30 ათასი ადამიანი მივიდა. ავტომობილს პირველი მფრინავი ქალი, ამელია არჰარტი მართავდა. „Chrysler Plymouth“-ის ღირებულება 670 ამერიკულ დოლარს შეადგენდა და პირველივე წელიწადს, დაახლოებით 80 000 მოდელის რეალიზება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდი „Plymouth“ 2001 წლამდე არსებობდა, რის შემდეგაც კომპანიამ აღნიშნული მოდელების ლიკვიდაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, 2011 წელი არა მარტო პირველი მოდელის აწყობიდან გასული 83 წელიწადია, არამედ, მათი წარმოების შეწყვეტის 10 წლისთავიც არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100