სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„VW Touareg Royal GT 470“ „Hofele Design“-ისგან

ატელიე „Hofele Design“-მა ახალი მოდელი, „VW Touareg Royal GT 470“ შექმნა. იგი წინამორბედის მსგავსია, მაგრამ ტექნიკური მახასიათებლები რამდენადმე გაუმჯობესებულია.

სტუდიის ინჟინრებმა უყურედღებოდ არ დატოვეს არცერთი ასპექტი და შედეგიც საკმაოდ კარგი გამოვიდა. პროექტი მოიცავს ინტერიერის, ექსტერიერის, ძრავისა და სავალი ნაწილების მოდერნიზაციას. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ დიდი ყურადღება დაუთმო „Touareg“-ის დიზელზე მომუშავე ვერსიასაც.

ახალი მოდელი შეუდარებელი საბურავებით აღიჭურვა. მან ახალი წინა და უკანა ბამპერი მიიღო. ამასთანავე, მწარმოებელი კომპანია თაყვანისმცემლებს ავტომობილის ორ ვარიანტს სთავაზობს. ჩამონათვალში შედის , ახალი მოდელის 20 ან 22 დიუმიანი დისკები. ინტერიერი კი შავ-თეთრ ფერშია შესრულებული.

ავტომობილი აღიჭურვა „V6“ ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 240 ცხენის ძალაა. „Touareg“ 100 კმ/სთ-ს 6,9 წამში ანვითარებს. ახალი ავტომობილის ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მისი ექსკლუზიური დაკვეთა სრულიად შესაძლებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100