სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2016 წლის მიცუბიში აუთლენდერი უკვე საქართველოშია

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია შეიძინოს 2016 წლის მიცუბიში აუთლენდერი ოფიციალურ ცენტრში.

წარმოების დღიდან ეს მოდელი მომხმარებლებისთვის ერთ–ერთი ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი საშუალო ზომის SUV-ია. წინამორბედების მსგავსად ახალი აუთლენდერი გამოირჩევა მასალების მაღალი ხარისხით, გამავლობითა და მომხიბვლელი დიზაინით. ახალი აუთლენდერი აღჭურვილია 4x4 სისტემით, პარკინგ სენსორებით, უკანა ხედვის კამერითა და ღილაკზე დაქოქვის ფუნქციით, მგზავრების კომფორტისთვის კი ტყავის სავარძლებიან სალონში განთავსებულია მონიტორი DVD პლეიერით.

მიცუბიშის ცენტრში 2016 წლის აუთლენდერი წარმოდგენილია მაღალი აღჭურვითა და ძრავის 2 არჩევანით: 2,4 და 3,0 ბენზინი, ფასი შესაბამისად $27 900 და $30 900. ხოლო 2015 წლის მოდელზე ვრცელდება 3000 დოლარამდე ფასდაკლება.

გარდა ახალი აუთლენდერისა თბილისის ავტოსალონში უკვე შეგიძლიათ იხილოთ ახალი 2016 წლის მიცუბიში L200.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100