მომავლის ავტომობილს ქოვენთრის ავტოშოუზე აჩვენებენ (ფოტორეპორტაჟი)

ქოვენთრიში მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ავტოგამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაში მონაწილეობას ქოვენთრის უნივერსიტეტის სტუდენტები, თავიანთი შეუდარებელი დიზაინისა და ვიზუალის მქონე ავტომობილებით იღებენ. მიმდინარე წლის ფავორიტად 21 წლის ბორის დაბროვსკის ავტომობილს აღიარებენ. ახალგაზრდა გამომგონებელმა მომავლის ავტომობილს „Bizzarrini Veleno“ უწოდა.

ეს უნიკალური მოდელი რეალობად 2030 წელს იქცევა. ავტომობილი აღიჭურვება როგორც ჰიდროგენული, ასევე ელექტროძრავით. მისი კორპუსი მომავლის მატერიისგან შეიქმნება. ინოვაციურია საბურავების დიზაინიც. ავტორი გვთავაზობს საბურავებს, რომლებიც ავტომობილის კორპუსის აწევას და დაწევას შეძლებს.

დაბროვსკის ნამუშევარი არ არის ერთადერთი. „Bizzarrini Veleno“–სთან ერთად აუცილებელია მოტოციკლის, „Aston Bike“–ის მოხსენიება. აღნიშნულ მოდელში ერთიანდება კლასიკური მოტოციკლი და აგენტ 007–ის ავტომობილი.

ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე აკაშ პატელიმ იზრუნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მომავლის სარბოლო ავტომობილებიც. ამავდროულად კლასიკური, უმაღლესი საზოგადოებისთვის შესაბამისი მოდელებიც. გამარჯვებული კი რამდენიმე დღეში გამოვლინდება.

კომენტარი