სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Kia-ს დიზაინი დაჯილდოვდა სამი პრიზით 2014 Paris Motor Show-ზე

Kia Motors -ი გახდა გამარჯვებული ყოველწლიური საერთაშორისო დიზაინის კონკურსის და მიიღო დამოუკიდებელი ჟიურის ჯილდო სამ კატეგორიაში.

კიას დიზაინერულმა გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი აუდის ლეგენდარული დიზაინერი Peter Schreyer -ი მიიღო ჯილდო ‘Team of the Year’ ეს იყო დამსახურებული წარმატება და ტრიუმფი მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, რომელსაც სამ კონტინენტზე ახორციელებენ. მოგეხსენებათ Kia Motors–ს აქვს დიაზაინერული ცენტრები კორეაში, კალიფორნიასა და გერმანიაში, სადაც გუნდი ამუშავებს ბრენდის უნიკალურ დიზაინს და ქმნის კიას ავტომობილების გამორჩეულ ვიზუალს.

პრიზი ასევე გადაეცა კიას B სეგმენტის ყველაზე ორიგინალურ მოდელს – Kia Soul-ს, რომელსაც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ბაზარზეც. Soul–ს აქვს სრულიად განახლებული და გამორჩეული ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ის B კლასის წარმომადგენელია მისი ჯიპის მსგავსი კლირენსი უცვლელი დარჩა.

დაჯილდოების პრეზენტაცია, რომელიც Paris Motor Show -ზე ჩატარადა მესამე ჯილდო, სპორტული B სეგმენტის კონცეპტუალურ მოდელს– Kia პროვოს გადაეცა. შეგახსენებთ მას 2013 წლის Geneva Motor Show–ზე "საუკეთესოთა შორის საუკეთესოც" ეწოდა.

Kia პროვოს კონცეფტ მოდელი გამოირჩევა მკვეთრად გლუვი, აეროდინამიური ექსტერიერით, რომელიც გამოირჩევა უახლესი მასალებით და ტექნოლოგიებით და შეიქმნა Frankfurt-ში.

ბოლო წლების განმავლობაში კია დიდ ყურადღებას აქცევს მოდელების დიზაინს, რაც დასტურდება ბრენდის თითქმის ყველა მოდელისთვის მსოფლიოში ცნობილი და მოწინავე დიზაინერული ჯილდოების მინიჭებით. Kia-ს დიზაინერული გუნდი შედგება დაახლოებით 20 ეროვნების ადამიანისგან. მიუხედავად განსხვავებული ენისა და კულტურისა ყველა ჯგუფის წევრი მუშაობს მოტივირებულად და ნაყოფიერად, რომ შეიქმნას უნიკალური ”Kia ".

დამატებითი ინფორმაცია კიას შესახებ იხილეთ საიტზე: www.kia.ge T: 2 24 01 01

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100