უნიკალური „Maybach“-ის ერთადერთი მოდელი 8 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა

შეუდარებელი „Maybach Exelero“, რომელსაც 100 კმ/სთ-ის განვითარება 4.4 წამში შეუძლია, 8 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ავტომობილის უნიკალურობის საიდუმლო მის ექსკლუზიურობაშია: ამ ავტომობილის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს.

„Maybach Exelero“-ში ელეგანტური და კომფორტული ლიმუზინისა და სპორტული ავტომობილის მახასიათებლები ერთიანდებიან. აღნიშნული მოდელი 2005 წელს, საბურავების მწარმოებელი კომპანიის „Fulda“-ს დაკვეთით შეიქმნა და მაღალხარისხიანი საბურავების რეკლამირებისთვის გამოიყენებოდა. იგი ექვსლიტრიანი V12-ით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალაა. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 351 კმ/სთ-ია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დამკვეთს „Maybach Exelero“-ს აწყობა 5 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. მსოფლიო მასშტაბის ფინანსური კრიზისის დაწყებამდე, „Fulda“ ავტომობილის გაყიდვას აპირებდა, მაგარმ მსურველი არავინ გამოჩნდა.

„Maybach Exelero“-ს მფლობელი, ხმის ჩამწერი სტუდის „Cash Money Records“ მფლობელი, ერთ-ერთი უმდიდრესი რეპერი, ბრაიან უილიამსი გახდა. მომღერალს უკვე ჰყავს, „Bugatti Veyron“ და „Maybach Landaulet“. ახლა მათ 8 მილიონ ამერიკულ დოლარად შეძენილი „Maybach Exelero“ შეუერთდება.

კომენტარი