აშშ–ის პოლიციამ იპოვა ავტომობილი, რომელიც 36 წელია იძებნება

ამერიკის პოლიციამ აღმიოაჩინა „Chevrolet Camaro SS“ რომელიც 1375 წლიდან იძებნება. ავტომობილის მფლობელი ქალბატონი ნიუ–ჯერსიდან, ჯენის მაფუჩი იყო. მას საკუთარი ავტომობილის კვლავ ხილვის იმედი აღარ ჰქონდა.

„თავდაპირველად ამის დაჯერება ვერ შევძელი. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი „Camaro“ აღმოაჩინეს, ყურმილი დავკიდე. ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა. არ მეგონა ასეთი რამ თუ მოხდებოდა.“– განაცხადა ჯენის მაფუჩიმ.

ავტომობილის პოვნა კოლექციონერის, კეიტ უილიამსის საშუალებით მოხერხდა, რომელმაც შავი „Camaro“ აღმოჩინა ინტერნეტ აუქციონზე (28 ათას ამერიკულ დოლარად). უილიამსი მიხვდა, რომ რამდენიმე დეტალი დაკარგული ავტომობილის დეტალებს ემთხვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ექვსცილინდრიანი ძრავი რვაცილინდრიანით იყო შეცვლილი, პოლიციამ დაამტკიცა, რომ აღნიშნული მოდელი სწორედ ის „Chevrolet Camaro SS“ იყო, რომელიც 36 წელიწადი იძებნებოდა. ამის შემდეგ კი იურიდიულმა სამსახურმა ავტომობილი მფლობელს დაუბრუნა.

„Chevrolet Camaro SS“ 1967 წელს გამოუშვეს. ეს მოდელი „Chevrolet Corvette“–სთან, „Ford Mustang“–თან და „Dodge Challanger“–თან ერთად ნებისმიერი კოლექციონერის ოცნებაა. ეს ავტომობილები კინო ინდუსტრიაში ძალიან ხშირად გვხვდება და ისინი დღემდე არ კარგავენ პოპულარობას.

კომენტარი