კია სოული დაჯილდოვდა „iF Product Design Award“–ით

28 იანვარს კიას კომპაქტ SUV კლასის ავტომობილმა, სოულმა, მიიღო „iF Product Design Award“–ი, ნომინაციაში დიზაინის ყველაზე სასურველი ტრასფორმაცია. განახლებული მოდელი წარმოდნელი იქნა 2013 წელს ფრანქფურტში, ავტომობილების საერთაშორისო გამოფენაზე და მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ის უკვე წარმატებით იყიდება ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, ხოლო მარტიდან ქართველი მომხმარებელიც შეძლებს მის შეძენას კიას ოფიციალურ ცენტრში და მისი ფასი დაიწყება $20900–დან.

სოულის წარმოება დაიწყო 2008 წლიდან და მას შემდეგ 760 000 მეტი მოდელი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სოული იყო პირველი კორეული წარმოების ავტომობილი, რომელმაც მიიღო ‘red dot design award’–ი, მას შემდეგ მან კიდევ 16 საერთაშორისო დიზაინერული ჯილდო დაიმსახურა.

„iF product design award“ დაფუძნდა 1953 წელს და დღემდე ითვლება ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ დიზაინში. 2014 წელს კონკურში მონაწილეობას იღებდნენ კომპანიები 55 ქვეყნიდან, 17 ნომინაციისთვის იბრძოდა 3,249–ზე მეტი დიზაინერი.

„ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო სოულის მეორე თაობის შექმნა, რადგან უნდა შეგვენარჩუნებინა ძლიერი, ინდივიდუალური ხასიათი, ამასთან მიგვეცა ახალი იმპულსი დიზაინისთვის.“ – აცხადებს კია მოტორსის მთავარი დიზაინერი, პეტერ შრეერი.

კომენტარი