სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ატელიე Zagato-მ ახალი სუპერქარები წარმოადგინა

იტალიურმა სადიზაინერო ატელიე "ძაგატომ" კონცეპტუალური ავტომობილები შექმნა.

პირველი ავტომობილის TZ3 - Corsa-ს შესაქმენლად ატელიეს ინჟინრებმა Alfa Romeo 8C Competizione-ს ძარა გამოიყენეს, პლატფორმად შეირჩა სარბოლო Dodge Viper ACR-ი, ხოლო ძრავის ნაწილში Maserati-ს 4,2-ლიტრიანი V8 აგრეგატი დგას, რომელიც 420 ცხენის ძალას იძლევა.

მსგავსი მონაცემებით სიახლე "ასიანს" 3,5 წამში ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 300კმ/სთ-ს აღემატება. ეს ავტომობილი მხოლოდ ერთ ეგზემპლარადაა შექმნილი და ისიც Alfa Romeo-ს ავტომობილების გერმანელი კოლექციონერისთვის, მარტინ კაპპასთვის.

რაც შეეხება მეორე ავტომობილს, ეს არის TZ3 Stradale, რომელიც Zagato-მ, Alfa Romeo-ს 100 წლის იუბილეს (1910-2010) მიუძღვნა.TZ3 Stradale ძალიან მცირე ტირაჟით მხოლოდ 9 ეგზემპლარად გამოვიდა.

როგორც ცნობილი ხდება, ამ ცხრა ავტომობილიდან სამი უკვე გაყიდულია და მისი მფლობელები არიან ამერიკელი კოლექციონერი ერიკ კინგი და ევროპელი და იაპონელი ასევე "ავტოგურმანები".

TZ3 Stradale-ს ფართო აუდიტორიას, მიმდინარე წლის აგვისტოში, კალიფორნიაში დაგეგმილ Pebble Beach Concours d’Elegance-ის გამოფენაზე წარუდგენენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100