E–კლასის ახალი „Mercedes-Benz“ უნიკალური ძრავით აღჭურვეს

კომპანია „Mercedes-Benz“–მა E–კლასის ავტომობილებისთის სპეციალური ძრავები შექმნა. ახალი მოდელები 3,5 ლიტრიანი V6–ით აღიჭურვება, რომელთა სიმძლავრე 302 ცხენის ძალა იქნება. სედანი 100 კმ/სთ–ის განვითარებას 6,3 წამში შეძლებს. ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარე კი 250 კმ/სთ–ია. ყოველ 100 კილომეტრზე კი მანქანა 7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

„Е500“ კი აღიჭურვა 4,6 ლიტრიანი V8–ით. მისი სიმძლავრე 402 ცხენის ძალას შეადგენს. 100 კმ/სთ–ს კი 5,2 წამში ავითარებს. ყოველ 100 კილომეტრზე სედანი 8,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ინჟინერების მტკიცებით „Е500“ წინამორბედებთან შედარებტ 17 პროცენტით ეკონომიურია.

კომენტარი