ყველაზე საიმედო ავტომობილები

კომპანია J.D. Power and Associates - მა გამოაქვეყნა ყველაზე საიმედო ავტომობილების რეიტინგი.

ეს კომპანია რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებს და მიჩნეულია, რომ მისი შეფასება ყველაზე კომპეტენტური და გასათვალისწინებელია.

47 ათასზე მეტი ავტომობილის მფლობელის გამოკითხვის შედეგად კომპანიამ დაადგინა, რომ ყველაზე იშვიათად პრობლემები იმ ავტომობილებს ექმნებათ, რომლებსაც „ლინკოლნის“ მხარდაჭერა გააჩნიათ: ასეულობით ავტომობილზე მხოლოდ 101 საჩივარია.

საერთოდ კი, იმ ავტომობილების სიაში, რომლებიც იშვიათად გამოდიან მწყობრიდან, შევიდნენ შემდეგი ფირმის მანქანები:

Lexus (109 საჩივარი), Jaguar (112), Porsche (114) და Toyota (122).

Toyota - ს ერთდროულად შვიდი მოდელი გამოკითხვის შედეგად ყველაზე უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული სხვადასხვა სეგმენტში. ეს მოდელებია:

Lexus RX, Scion xB, 4Runner, Prius, Sienna, Tacoma და Tundra.

მათთან ერთად ყველაზე საიმედო ავტომანქანების რიცხვში არიან

Ford Fusion и Mustang, Lincoln MKZ и Navigator, Buick Lucerne, Cadillac DTS, Chevrolet Tahoe, Acura RL, Honda CR-V и Fit, BMW X3, Mazda MX-5 и Mercedes-Benz CLK.

ამავე სიაში საპატიო ადგილს შემდეგი მარკები იკავებენ: MINI (221 საჩივარი), Jeep (214), Land Rover (212), Dodge (206) და Chrysler (202).შეგახსენებთ, რომ შარშანდელ რეიტინგში პირველი ადგილი Porsche - ს (110 საჩივარი) ეკავა, ლიდერთა საპატიო ხუთეულში კი შესული იყვნენ:

Lincoln (114), Buick (115), Lexus (115) и Mercury (121).

კომენტარი