სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰემინგუეის "ადიოს ამიგო" და მარკესის ერთადერთი შეხვედრის ამბავი მაესტროსთან

გაბრიელ გარსია მარკესი ჰემინგუეისთან შეხვედრის შესახებ:

მე იგი მაშინვე ვიცანი-თავის მეუღლესთან, მერი უელშთან ერთად სენმიშელის ბულვარზე სეირნობდა პარიზში. 1957 წლის გაზაფხულის წვიმიანი დღე იყო. ისინი ქუჩის მეორე მხარეს მიდიოდნენ, ლუქსემბურგის ბაღისკენ. უზარმაზარი კაცი, რომელსაც გახეხილი ჯინსის შარვალი ეცვა, თვზე კი ბეიზბოლისტის ქუდი ეხურა, მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან, თუმცა უხაში ძალის განსახიერებააო მაინც ვერ იტყოდი.

იმ დროს იგი ორმოცდაცამეტი წლისა იყო, მაგრამ სიციცხლის ხალისით სორბონელი ახალგაზრდების ნაკადშიც კი იქცევდა ყურადღებას. ფიქრადაც ვერ გაივლებდი, რომ სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ ის ცოცხალი აღარ იქნებოდა. დაბნეული ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. მაკავებდა ჩემი პრიმიტიული ინგლისური, მტანჯავდა აზრი, რომ ვერ გავუგებდით ერთმანეთს. ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე-ტარზანივით მივიტანე ხელისგულები პირთან და ვიღრიალე: “მა-ა-ა-ეეე-სტრო!!!”

ჰემინგუეი უმალვე მიხვდა, რომ მის გარდა სტუდენტთა მასაში მაესტრო არავინ იქნებოდა, შემობრუნდა, ხელი მაღლა აიქნია და ბიჭური სიმკვირცხლით მომაძახა ესპანურად: “ადიოს, ამიგო ! “

ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხვედრა მასთან (მაშინ 28წლის ვიყავი). მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევამ სამუდამოდ დატოვა განცდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100