ამ ქალის უკან დიდი იმპერია და დიდი წარსული დგას

დონატელა ვერსაჩე, ამ სახელის გაგონებისას დღეს საზოგადოების უმეტეს ნაწილს ახსენდება ქალი, რომელმაც პლასტიკური ქირურგიითა და ნარკოტიკებით თავი დაიუშნოვა, თუმცა მის უკან დიდი იმპერია და დიდი წარსული დგას.

„მოკვდი და დაიბადე ხელმეორედ, ისევ მოკვდი და დაიბადე ხელმეორედ, ეს ჩემი ისტორიაა. ცხოვრებაში მე არ მქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა რომ ვყოფილიყავი ძლიერი ქალი.“ - თქვა ერთხელ დონატელამ და მართლაც...

თავისი ცხოვრების პირველი ნაწილი უფროსი ძმის ჯანი ვერსაჩეს ჩრდილში გაატარა. ჯანი მსოფლიო მოდის ინტუსტრიის გიგანტი გახლდათ, ვერსაჩეს სახლის დამაარსებელი და მსოფლიოში აღიარებული დიზაინერი. ჯანი ბრწყინავდა, ქმნიდა სამოსს, დონატელა კი შავ სამუშაოს ასრულებდა, ზრუნავდა ძმისა და ვერსაჩეს სახლის იმიჯზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს საჭირო ხალხთან და აკეთებდა ყველაფერ იმას რაც ჯანის ეზარებოდა. შავი სამუშაოთი იყო დაკავებული მათი ძმა სანტოც, რომელსაც კომპანიაში ფინანსური საკითხები ებარა.

„მე მზე ვარ, შენ მთავრე, ჩემი შუქის გარეშე შენ ვერ იბრწყინებ“ - ეუბნებოდა ჯანი უმცროს დას.

„კრეატივი იდეების კონფქლიქტისას იბადება“ - ამბობდა დონატელა. მართლაც და-ძმა ხშირად კამათობდნენ როგორც საქმიან ასევე პირად საკითხებზე და ამ კამათში იბადებოდა ჭეშმარიტება, რომელიც ვერსაჩეს სახლის სიდიადეს უზრუნველყოფდა.

ისინი ერთი მთლიანობა იყვნენ, ჯანი, დონატელა და სანტო. ფული, დიდება, ცოტა კამათი და ბევრი სიხარული.... ყველაფერი იდეალურად იყო, მანამ სანამ მთვარეს მზე არ დაუბნელდა.

1997 წელს ჯანი მოკლეს. ოფიციალური ვერსიით დიზაინერი მანიაკის ტყვიას ემსხვერპლა, თუმცა ამ ტრაგედიის გარშემო მაშინ ბევრი ჭორი დადიოდა, ამბობდნენ რომ ჯანი საკუთარი ოჯახის წევრებმა მოკლეს, ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ჯანიმ თავისი ქონება და-ძმას კი არა დისშვილს ალეგრას დაუტოვა.

დონატელა ძმის ანდერძმა გაანაწყენა თუმცა ვერსაჩეს სახლის დატოვება არ შეეძლო, რადგან მისი ქალიშვილი ალეგრა არასრულწლოვანი იყო, შვილის ქონებისა და ვერსაჩეს სახელის გადასარჩენად ქალბატონმა ვერსაჩემ კომპანია ჩაიბარა, თუმცა ეს არ იყო ვერსაჩეს სახლის საუკეთესო პერიოდის დასაწყისი. კრიტიკოსებმა დონატელა როგორც დიზაინერი არ მიიღეს, ქალი დეპრესიაში ჩავარდა და განსაკუთრებულად დამოკიდებული გახდა ნარკოტიკებზე.

ნარკომანი დედის მავნე გავლენისგან შვილების დასაცავად დონატელას ქმარმა განქორწინება მოითხოვა და შვილებთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

დონატელა სულ მარტო დარჩა, ვერსაჩეს პროდუქციის გაყიდვების რაოდენობა შემცირდა, თვალსა და ხელს შუა დაენგრა პირადი ცხოვრებაც და კარიერაც, მის ცხოვრებაში საშინელი პერიოდი დადგა და დონატელას ერთადერთ მეგობრად ნარკოტიკები რჩებოდა.

ასე გავიდა დონატელა ვერსაჩეს ცხოვრების ყველაზე საზარელი 7 წელი, დრო ჯანის გარდაცვალებიდან ალეგრას სრულწლოვანებამდე.

პირველი რაც ალეგრამ დედის მეურვეობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა ეს გახლდათ დონატელას სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნა.

მკურნალობის პროცესი გარდამტეხი პერიოდი გახდა დონატელას ცხოვრებაში, როგორც მოგვიანებით თავად თქვა, სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას კოკაინზე მეტად მაღალი ქუსლები ენატრებოდა. იქ მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში მთავარი ნარკოტიკები კი არა გემოვნებიანი სამოსი იყო.

აწმყო და წარსული გაანალიზა და მისთვის ნათელი გახდა მარტივი ჭეშმარიტება, უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ ის ცდილობდა ყოფილიყო ჯანი, შეექმენა ისეთი სამოსი როგორსაც ჯანი ქმნდიდა, სხვისი კოპირებით კი წარმატებას ვერავინ აღწევს.

„ვერსაჩე ყოველთვის აცმევდა საყვარლებს, ის საბედისწერო ქალების ბრენდი იყო, სექსუალური და ეფექტური. სარეაბილიტაციო ცენტრში კი მე ვაკვირდებოდი ქალებს და უფრო უკეთ მივხვდი რა სჭირდებათ. სწორედ იქ გადავწყვიტე, რომ ვერსაჩეს უნდა შეექმნა სამოსი, რომელსაც ჩაიცვამდნენ დედები და შვილები.“ - ამ სიტყვებით დონატელამ ინვესტორების დათანხმება შეძლო და ვერსაჩეს სახლს ახალი სულიც ჩაჰბერა.

„სექსუალურობა ეს გახლავთ ერთადერთი რაც არასოდეს გადავა მოდიდან“ - ეს დონატელას სიტყვებია და ახალი კოლექციის შემქნსისას მას არ უთქვამს უარი ამ მოსაზრებაზე, თუმცა ამასთანავე უმცროსმა ვერსაჩემ ახალ სამოსს სხვა დეტალებიც დაუმატა და ვერსაჩეს სახლი ხელმეორედ ავიდა პედესტალზე.

„არასოდეს უნდა დაივიყწო დრო რომელშიც ცხოვრობ, რადგან წარსული წარსულშია დარჩენილი და უკან არ დაბრუნდება. უნდა აიღო შენი ფილოსოფია და კრეატივი და ჩადო იმ დროის მოდაში რომელშიც ცხოვრობ.“ - ამბობს დონატელა, როდესაც ჟურნალისტები მისი წარმატების საიდუმლოთი ინტერესდებიან.

კომენტარი