სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უოლტ დისნეი: დახატული ვარსკვლავები

მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა იცნობს უოლტ დისნეის შემოქმედებას. ის ხომ შეუდარებელი გმირების შემქმნელია, გმირებისა, რომლებიც ბავშვების უსაყვარლესი მულტიპლიკაციური პერსონაჟები არიან. სწორედ უოლტ დისნეიმ შექმნა უამრავი შეუდარებელი და მხიარული პერსონაჟი, რომლებიც ეკრანზე გააცოცხლა. ძალიან ცოტამ იცის, რომ უოლტ დისნეი არც თუ ისე კარგად ხატავდა. მაგრამ დიდმა ამბიციებმა დ მიზანსწრაფულობამ შეაძლებინა მიეღწია ბევრისთვის. ბევრი პერსონაჟი, რომელიც მან შექმნა, მსოფლიომ აღიარა. უსიტყვოდ შეიძლება მათ გმირებიც ვუწოდოთ. მათ საპატივცემულოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პარკებიც კი გახსნეს, რომლებსაც „დისნეილენდი“ უწოდეს.

მიკი მაუსი

ძალიან ცოტამ იცის, რომ თავდაპირველად მიკი მაუსის მაგივრად, დისნეის პირველი გმირი შესაძლოა კურდღელი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ კონკურენტებმა დაასწრეს უოლტ დისნეის და მოიპოვეს ლიცენზია, რის საფუძველზეც შექმნეს მულტფილმი: „ოსვალდი – წარმატებული კურდღელი“. უოლტი კი ამ სიტუაციაშიც არ არ დაიბნა – მას ხომ მდიდარი ფანტაზია ჰქონდა და, აქედან გამომდინარე, საშიშიც არაფერი იყო. ძალიან მალე, მან ახალი პერესონაჟი, მხიარული თაგვი, მიკი მაუსი შექმნა. მოგვიანებით, სწორედ ამ გმირმა მოუტანა მულტიპლიკატორს აღიარება და „ოსკარი“. თაგვის აღიარებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ იგი თავად დისნეიმ გაახმოვანა. ამ მულტფილმზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდებოდა, რამაც დანარჩენი პერსონაჟების შექმნა გამოიწვია. მიკი მაუსს მეგობრები გაუჩნდნენ: იხვი, დონალდ დაქი, ძაღლები, პლუტო და გუფი, ასევე შეუდარებელი მეგობარი – მინი.

დონალდ დაქი

კიდევ ერთი ცნობილი ვარსკვლავი – დონალდ დაქი. ეს თეთრი იხვია მეზღვაურის ტანისამოსსა და ბერეტში გამოწყობილი. დონალდიც აღიარა საზოგადოებამ და მიკი მაუსის მსგავსად შეიყვარა. დროდადრო დაქი უფრო დაიხვეწა და უკეთესი გახდა. გარკვეული დროის შემდეგ კი გამოვიდა მულტფილმი, „დონალდ დაქი“. იყო დრო, როცა დაქმა მიკის რეიტინგით აჯობა კიდეც. შეუძლებელია დონალდი რომელიმე სხვა გმირში აგერიოთ, ეს ყველაფერი კი მისი ხმის დამსახურებაა.

ბელი

გოგონა მულტფილმის „ურჩხული და მზეთუნახავის“ გმირია. ეს პერსონაჟი, ერთ–ერთ პროვინციაში ცხოვრობს და მუდამ პრინცსა და სამეფო ოჯახზე ოცნებობს. იგი მუდამ მღერის, კითხულობს წიგნებს და ეხმარება მამას, რომელიც ყოველთვის ახალ რაღაცეებს იგონებს. „ურჩხული და მზეთუნახავი“ თავისი დროის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი იყო. მულტფილმმა „ოსკარი“ მიიღო.

ბემბი

ეს არის ამბავი შვლის ნუკრზე, რომელსაც ძალიან სევდიანი ისტორია აქვს. უოლტ დისნეიმ, ამ პატარა ქმნილებაში სიმამაცე და შიში, გაოცება და ყოველივე ახლისა თუ ინოვაციურისადმი ლტოლვა ჩააქსოვა. ეს მულტფილმი ეძღვნება ბემბის განვითარებას, რომელიც სამომავლოდ მამას ცვლის და ტყის მცველი ხდება. უოლტ დისნეიმ კი აღიარა, რომ „ბემბი“ მისი უსაყვარლესი მულტფილმია.

ფიფქია

ფიფქია შეუდარებელი გმირია მულტფილმიდან, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. იგი ძმები გრიმების ზღაპრის ეკრანიზაციაა. ამ მულტიპლიკაციურმა ფილმმა მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „ოსკარი“. ეს უკანასკნელი ნამუშევარი, პირველ სრულმეტრაჟიანი მულტფილმად ითვლება. აღნიშნულმა მულტფილმმა აღიარების მოპოვება შეძლო, მისი დაჩრდილვა მხოლოდ ფილმმა, „ქარწაღებულნი“ მოახერხა. ამის შემდეგ კი უოლტ დისნეი მიხვდა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. ამ წარმატების შემდეგ, იგი მუდამ სრულმეტრაჟიან მულტფილმებს ქმნიდა, რომლებიც მთელ მსოფლიოს იპყრობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100