ოთარ მეღვინეთუხუცესის ჩავარდნილი „ლირი“ და „ჰამლეტი“

ოთარ მეღვინეთუხუცესი სწორედ იმ არტისტთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვისაც შეეძლო საკუთარი წარუმატებლობის აღიარება. ლირი და ჰამლეტი ჩაუვარდა ოთარ მეღვინეთხუცესს. შორეულ ახალგაზრდობაში ლილი იოსელიანის დადგმულ სპექტაკლში „ფსკერზე“ სატინი ითამაშა. მოეწონათ. თავად დაეჭვებული იყო. უკმაყოფილო. იცოდა რამდენი რამის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა. რპმ ულოცავდნენ, ეგონა სხვებიც ხვდებოდნენ და შემწყნარებლობის გამო ულოცავდნენ. არ ღებულობა ამიტომაც მილოცვებს. ის კი არა, ვასო გოძიაშვილიც კი გაუბრუნებია უკან. გაცეცხლებულა ვასო გოძიაშვილი „ვინ არის ეს ვირი, მილოცვა რომ არ უნდაო“…

გავა დრო და საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩება „დიდოსტატის მარჯვენაში“ განსახიერებული მეფე გიორგითაც. რუსთავის თეატრში ნათამაშები ჰამლეტითაც, მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები მეფე ლირითაც… არადა, უნდოდა ჰამლეტის და მეფე ლირის თამაში. ითამაშა კიდეც, მაგრამ ამ სპექტაკლებმა ვერ გაიჟღერა… ჰამლეტისთვის ჯერ კიდევ მარჯანიშვილში ემზადებოდა – ლილი იოსელიანი და გიგა ლორთქიფანიძე დგამდნენ, მაგრამ შეაწყვეტინეს. ლილი იოსელიანმა შემდეგ რუსთავში დადგა ჰამლეტი. მაგრამ სულ ექვსჯერ ითამაშეს…

„რატომ არ გამოვიდა ჰამლეტი? უმთავრესი მიზეზი ალბათ ის იყო რომ ჩვენ უკვე ვიცოდით, ნაწილი, ისევ უკან მარჯანიშვილის თეატრში უნდა დავბრუნებულიყავით. ბევრმა ჩემმა მეგობარმა უარი თქვა სპექტაკლში მონაწილეობაზე. ვინც უარი არ თქვა, რეპეტიციებზე არ დადიოდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭრით წაქეზებული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელი ერთხელ შუა რეპეტიციის დროს შემოვიდა და გამოაცხადა _ მეღვინეთუხუცესის გარდა ამ პიესის დადგმა არავის უნდა, სპექტაკლი კი ნახევარი მილიონი ჯდებაო. მე თავი ვერ შევიკავე და შენი და შენი გამომგზავნელის დედამეთქი! უწყვეტი რეპეტიციაც მოულოდნელად დაგვინიშნეს. ასეთ ატმოსფეროში რა უნდა გამოსულიყო?“ – კითხულობს ოთარ მეღვინეთუხუცესი.

„ჰამლეტზე“ საბოლოოდ უარი თქვა სამხატვრო საბჭომ. მეღვინეუხუცესი რუსთავის თეატრიდან წამოვიდა და მარჯანიშვილში გააგრძელა მოღვაწეობა…

კომენტარი