რომელი ასაკია მშობიარობისთვის იდეალური?

ძველი დროიდან მიმდინარეობს დებატები: რა ასაკში ჯობია დედობა? დროის ჩარჩოები მუდმივად იწევს. წარსულ საუკუნეში 25 წლის ქალიშვილს ამკობდნენ ეპითეტით „გვიანმშობიარე“. ეხლა კი ქალბატონების უმრავლესობა გვარის გაგრძელებაზე ფიქრობს 30–35–ის შემდეგ, როდესაც მიღწეულია განსაზღვრული კარიერული სიმაღლეები და დალაგებულია ყოფითი ცხოვრება. და არავის არ მოსდის აზრად დაადანაშაულონ ისინი „დაგვიანებაში“. შევეცადოთ გავერკვეთ თუ რა არის სინამდვილეში მშობიარობისთვის იდეალური ასაკი.

მომავალო დედებო ეს სტატია თქვენთვისაა.

ასაკი: 16–დან 20–მდე

არგუმენტები სასარგებლოდ - ფიზიკურად გოგონა მზადაა გახდეს დედა უკვე 15–18 წლის ასაკში. 20 წლისკენ მისთვის იწყება აყვავების პერიოდი: ამ დროს მისი ჯანმრთელობა საუკეთესო მდგომარეობაშია, ორგანოები და ორგანოთა სისტემები ჯერ არაა გაცვეთილი, ჰორმონალური სისტემა იშვიათად გამოდის მწყობრიდან. შეიძლება მამაცად გააჩინოდ! და ფსიქოლოგებიც ეთანხმებიან: ყველა ახალგაზრდა დედას უნდა იგივე რაც მის თანატოლებს: იმუშაონ, ისწავლონ და დაისვენონ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბებოზე პატარას დაკიდება ნაკლებად გამოვა. ჯამში ახალგაზრდა დედა სწავლობს თუ როგორ მოერიოს ყველაფერს მარტო და მაქსიმალურად ასტიმულირებს ბავშვში დამოუკიდებლობას: იგი იზრდება აქტიური, ცოცხალი და ძალიან კონტაქტური. და კიდევ ერთი ფაქტი: 20 წლამდე უნდა იმშობიაროს იმან, ვისაც ძალიან უნდა ბიჭი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ასეთ დედებს 100 გოგოზე 120 ბიჭი უჩნდება – საგრძნობი უპირატესობაა!

საწინააღმდეგო არგუმენტები - მიუხედავად იმისა, რომ 18–20 წლისათვის რეპროდუქციული სისტემა მომწიფებულია, უმრავლესობა 18–20 წლის გოგონების ფსიქოლოგია ბავშვური რჩება. ისინი ძალზე იშვიათად ასრულებენ ბავშვის მოვლის მკაცრ ნორმებს და შედეგად, ბავშვი ხშირადაა ავად, ღებულობს ტრავმებს – როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქიკურს. გუშინდელ გოგოს ბევრი უკლია მომწიფებული ქალის პასუხისმგებლობის გრძნობამდე. კიდევ იმიტომ, რომ ამ ასაკში ორსულობა ხშირად დაუგეგმავია.

ასაკი: 20–დან 30–მდე

არგუმენტები სასარგებლოდ - უკვე 25 წლისთვის ქალის ორგანიზმში ხდება გულ–სისლძარღვთა სისტემების ცვლილებები, თხელდება სისხლძარღვების კედლები, გროვდება შესაძლო სტრესების, მავნე ჩვევების (მოწევა და ალკოჰოლი განსაკუატრებით მალე ცვეთენ ორგანიზმს) შედეგები. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ასაკი 20–დან 30–მდე ოპტიმალურია ბავშვის გასაჩენად, რადგანაც ქალის რეპროდუქციული სისტემა ამ დროს ყვავილობის პერიოდშია.

საწინააღმდეგო არგუმენტები - დასავლური მედიცინა გვარწმუნებს, რომ ქალს შეუძლია ნორმალურად იმშობიაროს 35–ის შემდეგაც. ასე რომ აჩქარება არ ღირს. პირიქით, ევროპელი მედიკოსები ამბობენ, რომ 35–ის შემდეგ ქალი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეპყრობა ორსულობას და მშობიარობას, იგი დადის სპეციალურ კურსებზე, კითხულობს აუცილებელ ლიტერატურას, ზრუნავს ცხოვრების ჯანმრთელ წესზე და ეს ყველაფერი დადებითად აისახება მომავალი პატარას ჯანმრთელობაზე. ასე რომ 30 წელი – სრულებით არაა იმის მიზეზი, რომ გამალებით ეცადოთ დაორსულებას. კიდევ არის დრო.

ასაკი: 30–დან 40–მდე

არგუმენტები სასარგებლოდ - მომწიფებულ ასაკში ბავშვის გაჩენის ერთერთი ძირითადი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ ქალი მაქსიმალურად გააზრებულად და პასუხისმგებლიანად უდგება საკითხს. მომავალი დედები ემზადებიან ფიზიკურადაც, მორალურადაც, ასრულებენ ექიმის მითითებებს. გარდა მაგისა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თანამედროვე 30 წლის ქალბატონი არის მშობიარობისთვის ოპტიმალურ მზადყოფნაში. მან, როგორც წესი, თავისთვის უზრუნველყო მატერიალური ბაზა და სოციალური სტატუსი, დარწმუნებულია ხვალინდელ დღეში და მისი სიხარულს ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით არ ჩამწარდება საყოფაცხოვრებო სიძნელეებით

საწინააღმდეგო არგუმენტები - 30 წლის შემდეგ ორგანიზმში მცირდება ქალისთვის აუცილებელი ჰორმონის ესტეროგენის დონე. ეს ნიშნავს, რომ უფრო იშვიათად ხდება ოვულაცია და მით ნაკლებია განაყოფიერების უნარი. და ეს ყველაფერი არაა. ესტროგენი პასუხისმგებელია არა მარტო ფეტრილობაზე (შობადობის უნარზე), არამედ ქალის ჯანმრთელობაზე საერთოდ. კერძოდ, არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების, ღვიძლის მდგომარეობას. ესტეროგენის დონის დაწევა უკეთებს პროვოცირებას და ზრდის გესტოზის ალბათობას – კომპლექსური გართულება, რომლის დროსაც ჩნდება შეშუპებები, ეცემა წნევა, შარდში ჩნდება ცილა. მძიმე გესტოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან ნაყოფის სიკვდილიც კი. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდე, რომ 30–ის შემდეგ იცვლება ქსოვილების ელასტიურობა. ეს ნიშნავს, რომ მშობიარობისას მოსალოდნელია სამშობიარო გზების გახევა. ეს რომ არ მოხდეს, მეანები ატარებენ დამატებით ოპერაციებს, რომლებიც ეხმარება ახალშობილს სამშობიარო გზების „გადალახვაში“. საჭიროებს თუ არა ახსნას, რომ სამშობიაროდამხმარე პროცედურები სულაც არაა უვნებელი არც დედისთვის და არც ახალშობილისთვის.

ასაკი: 40–ზემოთ

არგუმენტები სასარგებლოდ - 40–ს ზემოთ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნარჩუნდება. მარგამ თანდაყოლილი პათოლოგიის რისკი იზრდება ათეულჯერ. ერთი სიტყვით, დედა, რომელიც 40–ს ზემოთაა, საჭიროებს ექიმის დაჟინებულ ყურადღებას და უნდა დაიცვას მისი ყველა რეკომენდაცია. ამ პირობებში ასაკი ბედნიერი დედობის მინიმალური დაბრკოლება იქნება. თუ საუბარია არა პირველ მშობიარობაზე, მაშინ პათოლოგიების გაჩენის რისკი მინიმალურია: ორგანიზმს „ახსოვს“ როგორ განახორციელოს სამშობიარო მოქმედება და მშობიარობა უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

საწინააღმდეგო არგუმენტები - 40 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში ჯანმრთელი კვერცხუჯრედების რაოდენობა მცირდება და საკვერცხეების ფუნქცია ქრება. ესტროგენის დაბალი დონე იწვევ იმას, რომ მომავალ დედებს უჩნდება სერიოზული გართულებები – გულის და თირკმელების დაავადებები. დაორსულება სულ უფრო

კომენტარი