სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზერვატივი - ხიფათი ჯანმრთელობისთვის?

ისრაელის მედიკოსები ირწმუნებიან, რომ პრეზერვატივის გამოყენებამ სერიოზული საფრთხე შეუძლია შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ისინი ბაქტერიული სეფსისის მიზეზების კვლევისას იმ პაციენტებში, ვისაც ჩაუტარდა წინამდებარე ჯირკვლის ტრანსრექტალური ბიოფსია.

პროცედურის ჩატარების დროს ინფექციის შეტანის მაღალ პროცენტთან დაკავშირებით, უროლოგებმა გადაწყვიტეს, დაედგინათ, რა შეიძლება ყოფილიყო შარდსასქესო და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დასნებოვნების მიზეზი.

შემოწმებისას დადასტურდა კლინიკაში ხმარებული ინსტრუმენტების და საცხის სტერილურობა; ხოლო, რაც შეეხება პრეზერვატივებს, აბსოლუტური სტერილურობის ვითარებაში გახსნილი 106 პრეზერვატივიდან, რომლებსაც იყენებდნენ ულტრაბგერითი გადამცემის საიზოლაციოდ რექტალური შემოწმების დროს, 86-ში აღმოჩენილ იქნა მიკრობები!

აქედან გამომდინარე - პრეზერვატივი, რომელიც განკუთვნილია სქესობრივი გზით ინფექციის თავიდან აცილებისათვის, სინამდვილეში აღმოჩნდა სწორედ ამ ინფექციის წყარო!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100