რატომ უნდა ვიცინოთ დღეში 25 წუთზე დიდხანს?

ფსიქოლოგების ვარაუდით, დღეში 5 წუთის მანძილზე სიცილი არ არის კარგი განწყობის შესაქმნელად საკმარისი.

სიცილი დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის სულიერ განწყობაზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე. ორმოცდაათი წლის წინ ადამიანი დღეში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იცინოდა, დღეისათვის კი ეს დრო ხუთ წუთამდე არის შემცირებული.

ფსიქოლოგები კი დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანისთვის აუცილებელია დღეში ოცდახუთწუთიანი სიცილი. შედეგად კი შემცირდება სხვადასხვა ნერვული აშლილობები და გაუმჯობესდება ძილი. გული, თირკმელები და ღვიძლი შედარებით უკეთ იმუშავებენ. მორალური მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდება.

სიცილი სრუფასოვანი ცხოვრებსითვის აუცილებელია. ამას მეცნიერებიც ადასტურებენ. კარგი განწყობა გვეხმარება სხვადასხვა საკითხებში წარმატებებს მივაღწიოთ. ხსნის დაძაბულობას და გონებას კარგად აზროვნების საშუალებასაც აძლევს. სიცილი ათავისუფლებს ადრენალინსა და დოფამინს. იგი ორგანიზმს ეხმარება გამოყოს ენდორფინი და ენკეფალინი - ჩვენი „ბუნებრივი ნარკოტიკები“.

მეცნიერები გვირჩევენ - ვიცინოთ რაც შეიძლება ბევრი და რაც შეიძლება ხშირად. ეს საშუალებას მოგვცემს ყოველდღიურ რუტინულ სამუშაოს სხვა თვალით შევხედოთ და სასურველ მიზანსაც მარტივად მივაღწიოთ.

კომენტარი