სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იშვიათი დაავადებით 62 წლის მამაკაცი დაინფიცირდა

62 წლის მამაკაცს ექიმებმა ყირიმ-კონგოს ცხელება დაუდგინეს. პაციენტს იშვიათი ინფექციური დაავადება სავარაუდოდ სასოფლო-სამეურნოე სამუშოებისას შეეყარა.

როგორც “ინტერნეტ.ჯი“-ს ინფექციური საავადმყოფოს მიმღებში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

მედიკოსთა განცხადებით, პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება გორის ჰოსპიტალში ჩაუტარეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მისი თბილისში გადმოყვანა გადაწყდა.

„პაცეინტს აღენიშნებოდა, მაღალი სიცხე, თავბრუს ხვევა და სისუსტე, რაც აღნიშნული დავადებისთვის დამახასიათბელი სიმპტომებია“,- განაცხადეს მიმღებში.

ყირიმ-კონგოს ცხელება საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მეორედ დაფიქსირდა.

აღნიშნული ვირუსის გადამტანი ტკიპაა. დაავადების ეპიდემიური გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100