სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინდოეთში უაიაფესი მინი-კომპიუტერი შექმნეს

კოლეჯის მოსწავლეებსა და სტუდენტებს უკვე მიუწვდებათ ხელი პერსონალურ კომპიტერზე, რომელიც ინდოეთის განვიტარებისა და რესურსების მინისტრმა კაპილ სიბალმა წარმოადგინა. ის სულ რაღაც 35 აშშ დოლარის ექვივალენტი ღირს (1 600 რუპია). ეს კომპიუტერი ყველაზე იაფია მსოფლიოში და სულ რაღაც 400 გრამს იწონის. არ გეგონოთ, რომ რაიმეთი ჩამოუვარდება სრულყოფილ კომპიუტერებს: სენსორული, შვიდდიუმიანი ეკრანი, Wi-Fi...

კომპიუტერი ინდოეთის ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლებმა შექმნეს. მას 256-იანი ოპერატიული მეხსიერება აქვს, კვების ბლოკი კი ისეა შედგენილი, რომ ეკონომიურ რეჟიმზე იმუშაოს და თუ სურვილი გექნებათ, დენის წყაროს ცანაცვლება მზის ელემენტებითაც შეიძლება. მინისტრის თქმით, დაგეგმილია კომპიუტერის კიდევ უფრო გაიაფება - ჯერ 1000 რუპიამდე (20 აშშ დოლარი), მერე კი 500 რუპიამდე (10 აშშ დოლარი). კომპიუტერს ცამონტაჟებული პროცესორი აქვს და მისი თან ტარება გადაადგილების დროს მაქსიმალურად მოსახერხებელია. კლავიატურასთან მისი შეერთება USB სადენითაა შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100