მედიკოსებმა კანის კიბოს პირველი ძირითადი ნიშნები დაასახელეს

კანადელმა მედიკოსებმა კანის ონკოლოგიური დაავადების პირველი ძირითადი ნიშნები დაასახელეს, რომელიც სიმსივნის ყველაზე საშინელი ფორმის, მელანომას არსებობის წინა პირობაა - ამის შესახებ გამოცემა MedicalXpress იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ვერაგი სიმსივნის გამწვავებისგან თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ის ზომები მივიღოთ, რაც მაქსიმალურად დაგვიცავს მისგან. მზე ყოველთვის მაპროვოცირებელია კანის კიბოს წარმოქმნის, ასე, რომ თუ გარუჯვა გიყვართ, დაუშვებელია მზისგან დამცავი კრემის გარეშე რუჯის მიღება. თუმცა, მელანომა შესაძლოა წარმოიქმნას კანის ისეთ ზონებშიც, სადაც მზე ნაკლებად ხვდება. თუ თქვენს კანზე საეჭვო გამონაზარდი შენიშნეთ, როგორი პატარა ზომისაც არ უნდა იყოს ის, დაუყონებლივ უნდა ანახოთ ექიმს.

აუცილებელია სხეულზე არსებული ხალების კონტრლი - რაც უფრო მუქი ფერისაა ხალი და მისი ზომა დიდია, მით მეტი შანსია, რომ ის ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას. თუ თქვენს სხეულზე ხალი უფრო და უფრო იზრდება ან იშლება, აუცილებელია, სპეციალისტს მიმართოთ.

სხვადასხვა სახის მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს მელანომის განვითარების პროვოცირება, ამიტომ, უმჯობესია ტესტირება გაიაროთ დნმ-ში გენეტიკური დაზიანების დასადგენად.


კომენტარი

×