სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მაგიური“ რუბიკის კუბი

რუბიკის კუბი (თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც „მაგიური კუბი“) მექანიკური თავსატეხია, რომელიც გამოიგონა უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა 1974 წელს, ხოლო დააპატენტა ერთი წლის შემდეგ.

თავსატეხი პლასტმასის კუბია, რომელიც გარედან უხილავ ღერძებზე მბრუნავი 26 მომცრო კუბისგან შედგება. კუბის ყოველ მხარეს ცხრა კვადრატიდან თითო შეღებილია ექვსი ფერიდან ერთ რომელიმე ფერად და განთავსებულია წყვილად, ერთიმეორის საპირისპიროდ: თეთრი-ყვითელი, ლურჯი-მწვანე, წითელი-ნარინჯისფერი. კუბის მხარეების ბრუნებით შეიძლება ფერადი კვადრატების სხვადასხვაგვარად გადაჯგუფება. მოთამაშის ამოცანა შემდეგია: ყოველი ზღვარი ისე უნდა დალაგდეს, რომ ერთი და იგივე ფერის კვადრატებისგან შედგებოდეს.

2009 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, სულ 350 მილიონი რუბიკის კუბი იყო გაყიდული. ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი თავსატეხი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100