ქალების ახალი გატაცება, რომელიც ორგაზმს ურჩევნიათ და რომლის გამოც ექიმები შეშფოთებულები არიან

ქალებში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა ახალი ტენდენცია, რომელსაც ექიმებმა პიგაზმი უწოდეს და ის შარდის შეკავების ხარჯზე გამოწვეულ ორგაზმის მსგავს შეგრძნებას ჰქვია - ამის შესახებ უცხოური პრესა წერს.

სოციალურ ქსელში ქალთა დახურულ ჯგუფებში ახლა ამაზე ყველა თამამად საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, ეს კარგად აპრობირებული მეთოდია ქალებში, თან არც თუ ისე ცოტა ხანია, თუმცა ეს თემა მხოლოდ ახლა წამოიწია წინ და ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შეგრძნებებს.

ერთ-ერთი მათგანი წერს, რომ ის შარდს ბოლო წუთამდე იკავებს და ამ დროს განიცდის იმდენად სასიამოვნო შეგრძნებას, რომელიც ორგაზმს ჯობია, რადგან მთელი სხეულით გრძნობს რაღაც განსხვავებულს და ახალს: „ის ორგაზმისგან განსხვავებული და არაბუნებრივად საოცარია, რადგან სხვა შეგრძნება მოდის ამ დროს, თითქოს მთელს სხეულზე მასაჟს გიკეთებდნენ და მთელი საათი მოგყვება ეს გრძნობა“ - აცხადებს იგი.



„ბევრჯერ დამმართნია ასე - შარდი შემიკავებია სხვადასხვა მიზეზის გამო და ტუალეტამდე ძლივს მიმისწრია, ამ დროს იმდენად სასიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა, რომ მივხვდი, ეს ხშირად უნდა მეკეთებინა“ - განაცხადა სხვა ინტერნეტმომხმარებელმა.

„ეს ორგაზმი არაა, თუმცა მას ძალიან ჰგავს“; „ისე მიხარია, რომ აღმოჩნდა, ამას მარტო მე არ ვაკეთებ თურმე... ეს ორგაზმი არაა, რადგან ორგაზმის დროს ერთსა და იმავეს ვგრძნობ, შარდის შეკავების შემდეგ კი მუდმივად სხვადასხვა შეგრძნებები მეუფლება და მთელი სხეული ბედნიერია“; „ხო, მეც იმავეს ვგრძნობ, ორგაზმი არაა ეს, თუმცა ისეთი სასიამოვნოა, არ ჩამოუვარდება მას“ - წერია კომენტარებში.

ამ ყველაფერს მსუბუქად რომ შეხედოთ, შეიძლება გაგეცინოთ, თუმცა საქმე სასაცილოდ სულაც არაა. მათ, ვინც სიამოვნებას ამ გზით იღებენ, ალბათ არ იციან, რამდენად სეიორზულ პრობლემას შეიძლება გადააწყდნენ ჯანმრთელობის მხრივ. ამის შესახებ გასულ დღეებში არა ერთი მოწოდება გაისმა ექიმების მხრიდან, რადგან, როგორც აღმოჩნდა, პიგაზმის მოყვარულ ქალთა რაოდენობა რაც თუ ისე ცოტაა.



როგორც ავსტრალიელი გინეკოლოგი შარლოტა ელდერი აცხადებს, ასეთი გზით ქალებმა შესაძლოა ცისტიტთან ერთად სხვადასხვა საშიში ინფექციები შეიძინონ.

„შარდსასქესო გზებისა და შარდის ბუშტის დაჭიმულობა, მაგალითად მისი გადავსება იწვევს ცისტიტს, სხვადასხვა სახის ინფექციებს და ამასთან, ქალებს შემდგომში სექსუალური ცხოვრება საკუთარ პარტნიორთან ძალიან გაუჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს მართლაც შესაძლოა ქალმა სიამოვნება განიცადოს, მისი ჯანმრთელობა და ინტიმური ცხოვრება საფრთხის წინაშე დგება. არსებობს ორგაზმის განცდის სხვადასხვა საშუალება და ჯობია, ისინი სცადოთ, რადგან შარდის შეკავების ხარჯზე შარდ-სასქესო სისტემა დროთა განმავლობაში მთლიანად მოგეშლებათ“ - განაცხადა შარლოტა ელდერმა.


კომენტარი

×