სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როდის გადაშენდება კაცობრიობა

ასტროფიზიკოსი ითან სიგელის თქმით, სამყაროს 4-7 მილიარდ წელიწადში განადგურება ემუქრება. ის ფიქრობს, რომ მოხდება გალაქტიკური შეჯახება - ირმის ნახტომი და ანდრომედა ერთმანეთს შეეჩეხება და ეს მზის სისტემაში მყოფ პლანეტებზეც იმოქმედებს, რამაც შესაძლოა ახალი გალაქტიკის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.

გარდა ითენ სიგელისა, სხვადასხვა მეცნიერები გამოთვლებზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ შეჯახების დროს დედამიწა დიდად არ დაზარალდება, რადგან ამ დროისთვის ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე უკვე აღარ იქნება ნიადაგის ზედმეტად გადახურების გამო, ეს კი დაახლოებით 3.5 მილიარდ წელიწადში მოხდება. დედამიწის გადახურება დაუკავშირდება მზის მომძლავრებულ სიკაშკაშეს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება. ეს პირდაპირპროპორციულად აისახება დედამიწის გარემო პირობებზე და ურყოფით შედეგებს გამოიწვევს. თავდაპირველად მთლიანად დაშრება წყალი, გამოიფიტება ნიაგადი და ამის შემდეგ დაიწყება გადახურება, რა დროსაც ცოცხალი ორგანიზმები ვეღარ გადარჩებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100