მწვანე ჩაი სიმსივნის წარმოქმნას უშლის ხელს - ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი

ბრიტანეთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ნანონაწილაკები, რომლებიც სიმსივნურ მეტასტაზებს ანადგურებს ფილტვებში.

როგორც სამეცნიერო ჟურნალი ACS Applied Nano Materials წერს, ეს მიგნება მწვანე ჩაის დამსახურებაა, რადგან მისი შემადგენლობაა სწორედ ის ნანონაწილაკები, რომლებიც სიმსივნის წარმოქმნას უშლიან ხელს.

მეცნიერების ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ნანონაწილაკების საშუალებით სხვადასხვა მიკრობი ორგანიზმის უჯრედებთან სინთეზირებას ახდენს, რაც ბაქტერიების განადგურებით სრულდება. სწორედ ამ პრინციპით ნადგურდება მეტასტაზებიც.

ექსპერიმენტის მიხედვით, მწვანე ჩაის ექსტრაქტი ნანონაწილაკების მარაგია, რომლის მიღებაც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. კვლევების შედეგი კი ასეთია - ნაწილაკების ორგანიზმში შეყვანით, სიმსივნური მეტასტაზების 80% მთლიანად განადგურდა ფილტვებში. მეცნიერები ახლა გეგმავენ მწვანე ჩაის მედიკამენტური სტატუსი მიანიჭონ, რადგან ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ჯადოსნური სასმელი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითხეა.

კომენტარი