სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექიმები ეჭვობდნენ, რომ მათ პაციენტს სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა, თუმცა გამოკვლევებმა კიდევ უფრო უცნაური რამ აჩვენა

როდესაც 30 წლის ქალმა კანქვეშ უცნაური სიმაგრე შენიშნა, ექიმებს მიაკითხა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. სკანირებამ გადიდებული ლიმფური კვანძები აჩვენა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ საქმე სიმსივნესთან ჰქონდათ, ამიტომ მიკროსკოპული გამოკვლევა ჩაუტარეს პაციენტს. დაკვირვებამ ჩვენა, რომ ქალის იმუნური სისტემა უცნაურად რეაგირებდა ტატუს შავ პიგმენტებზე, რომელსაც ის უკვე 15 წელია ატარებდა.

აღმოჩნდა, რომ ლიმფური კვანძები დაფარული იყო ტატუს საღებავით, რომელიც კოლტებად შეიკრა - ამის შესახებ იუწყება ამერიკული გამოცემა Annals of Internal Medicine. ექიმი კრისტან ბრაიანტი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა არასდროს უნახავს და არც გაუგია. 99%-ით იყო დარწმუნებული, რომ პაციენტს სიმსივნე ჰქონდა, შემდეგ ეჭვობდნენ, რომ მელანომა იყო. სანამ ოპერაცია არ ჩატარდა, ბოლომდე ვერ გაირკვა, რა ხდებოდა ორგანიზმში, შემდეგ კი ნახეს ტატუს პიგმენტების მთელი ბუდე, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

პაციენტმა რამდენიმე ტატუ გაიკეთა 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე, უკანასკნელი ოპერაციამდე 2 წლით ადრე, ყველა პიგმენტმა კი ერთ ადგილზე მოიყარა თავი და ერთად ჩაიბუდა. წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობა სუსტდებოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, თუ რა სჭირდა, ახლა კი თავს შესანიშნავად გრძნობს, თითქოს ახლიდან დაიბადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100