სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იზოლირებული ენა ახლო აღმოსავლეთში

ელამური ენა მკვდარი ენაა, მასზე საუბრობდნენ ელამელები, ძველი ახლო აღმოსავლელი ხალხი, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. ელამური წარწერები განეკუთვნებიან ძვ. წ. 2400 და ახ. წ. 350 დროის მონაკვეთს.

ელამური ენა არ ენათესავება არცერთ სხვა ცნობილ ძველ ახლოაღმოსავლურ ენას: იგი არ მიეკუთვნება სემიტურ ენებს (როგორიცაა, აქადური ენა) და არავითარი კავშირი არა აქვს ინდოევროპულ ენებთან (როგორიცაა, მაგალითად, ხეთური ან ძველი სპარსული). მეზობელი შუმერების ენასთანაც კი არა აქვს აშკარა ნათესაობა. მკვლევართა უმეტესობა ელამურს იზოლირებულ ენად მიიჩნევს, ნაწილი კი თვლის, რომ მას საერთო გენეტიკური ერთეულები აქვს ინდოეთის ნახევარკუნძულის დრავიდულ ენებთან.

ელამური ტექსტები, ძირითადად, სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული დამწერლობით სრულდებოდა, რომელთაგან ორი მესოპოტამიური წერის სისტემებიდან იყო გადმოღებული, ხოლო მესამე ელამური განვითარებისა იყო. ელამის ისტორია ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამოკვლეული და მის შესახებ ინფორმაციას სხვა იმდროინდელი მესოპოტამიური (შუმერული, ასირიული, აქადური, ბაბილონური) წყაროები გვაძლევენ. ისტორიული შინაარსის ტექსტები ელამურ ენაზე შედარებით იშვიათად გვხვდება. მეცნიერებას, რომელიც ელამურ ენას, ისტორიასა და კულტურას სწავლობს, ელამისტიკა ეწოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100